გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ტრადიციული დაპირისპირებით დაიწყო, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მიერ დარბაზის დატოვებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ კომენტარების გაკეთების შემდეგ, თავისი პოზიცია დააფიქსირა ფრაქცია „საქართველოსათვის“ თავმჯდომარე ალეკო ბურჭულაძემ.
თუ როგორია მისი პოზიცია ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით გაზეთ „ალიონთან“ კომენტარი გააკეთა:
_„•••ბოლო დღეების სამოქალაქო პროტესტმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველი ხალხის არჩევანი ევროპულ ოჯახში გაერთიანების შესახებ. რუსთაველზე განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, როცა საქმე ჩვენი ქვეყნის ევროპულ კურსს ეხება, ქართული საზოგადოება ერთიანი და კონსოლიდირებულია. სწორედ ამ არჩევანს გამოხატავს კონსტიტუციის 78–ე მუხლიც, რომლის თანახმადაც ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. •საკვანძოდ მნიშვნელოვანია, 2024 წელს ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც ქართველი ხალხის ნებას სრულად გამოხატავს. ამ პროცესში აუცილებელია ემიგრანტების ჩართულობა. ჩვენი მოქალაქეების თითქმის მესამედი იძულებით ემიგრაციაში იმყოფება…ქართველ ხალხს ნამდვილად ეკუთვნის ისეთი სახელმწიფო, სადაც მოქალაქეებს მატერიალური სტაბილურობის განცდა ექნებათ, პროფესიულ განვითარებას უკეთესად შეძლებენ, პენსიაზე გასვლის არ შეეშინდებათ და ზოგადად, ღირსეულად იცხოვრებენ საკუთარ სამშობლოში. საქართველო მყარად უნდა იდგეს დემოკრატიული განვითარების გზაზე. სადაც ადამიანების უფლებები იქნება ხელშეუხებელი, სადაც ბიზნეს–სექტორი შექმნის დოვლათს, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტები იქნებიან ქვეყნის და თითოეული მოქალაქის სამსახურში. ამ პროცესს ხელს არაერთი ფაქტორი უშლის. მათგან ყველაზე დიდი საფრთხისშემცველი კი ოკუპანტი ქვეყნის ინტერესები და მცოცავი ოკუპაციაა. აღნიშნულ საფრთხესთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი, ქვეყნისთვის სასარგებლო პოზიცია და სწორი პოლიტიკური სტრატეგია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ყველა მხარემ გავიაზროთ ერთი მნიშვნელოვანი რამ: ახლა ჩვენს ქვეყანაში დგას ფაქტიურად გადამწყვეტი მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს სამომავლო პერსპექტივას. ამიტომ ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა გვერდზე გადავდოთ პარტიული, პოლიტიკური თუ პირადი ინტერესები, დავძლიოთ შური და ბოღმა და ერთად ვაკეთოთ საქმე, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის სიმტკიცეზე, რაც აუცილებლად უნდა გარდაიქმნას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში. თუ ჩვენ ვიქნებით ერთად, მტკიცედ გამოვხატავთ და დავიცავთ ქართველი ხალხის ნებას და ერთად გავაკეთებთ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს, მაშინ ჩვენს შვილებს აღარ დასჭირდებათ ქუჩაში მიტინგზე დგომა, აღარ შეექმნება საფრთხე მათ ჯანმრთელობასა და მომავალს. ეს ის თაობაა, რომელსაც შეცდომაში ვერ შეიყვან, რომელსაც არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური მიზნები, ეს თაობა ქუჩაში არა რომელიმე პარტიის გავლენით, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად, საკუთარი ნებით გამოვიდა და ჩემი დიდი პატივისცემა და მადლიერება მათ“ _ განაცხადა ალეკო ბურჭულაძემ.
მსგავსი სტატიები
- 94დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 90სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 90გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 891918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 88სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…