საქართველოს მწერალთა სასახლეში ( დავით შემოქმედელის ლექსებსა და მოთხრობებზე შექმნილი მონოსპექტაკლი_ ,,ზღურბლს იქით და ზღურბლს აქეთ’’ წარმოადგენა მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატმა, მსახიობმა პალიკო ნოზაძემ. სცენარის ავტორი პალიკო ნოზაძე.
ამავე საღამოს გაიმართა აზერბაიჯანულ ენაზე ბაქოში გამოცემული დავით შემოქმედელის ლექსების წიგნის _ ,,ზღურბლს იქით და ზღურბლს აქეთ’’ წარდგენა. გამოსცა აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრმა (თავმჯდომარე, აზერბაიჯანის სახალხო მწერალი აფაგ მასუდი). მთარგმნელი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იმირ მამედლი.
„საოცარი საღამო,უბრალოდ დიდი ხანია,ასეთი დიდი სულიერი აღვსება, აღარ განმიცდია.
სულიერად მშიერი დავპურდი და თან როგორ…
ბატონი დავით შემოქმედელი, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე,საოცარად უბრალო, თავმდაბალი კაცი, გენიალური შემოქმედი, ნიჭიერების ზეიმი იყო მართლაც, ის რაც ვნახე და მოვისმინე!
ბატონი პოლიკო ნოზაძე, არაჩვეულებრივი შესრულებით…
მოკლედ სიტყვები მართლაც რომ არ მყოფნის…
ბატონო დავით გილოცავთ 70 წლის იუბილეს, არამარტო ოზურგეთი, არამედ სრულიად საქართველო უნდა გიკრავდეთ ტაშს.
თქვენი
სიტყვამადლიანობით მსუყე შემოქმედება, კარგად გაღვივებული ის მარცვალია, ხნულში ჩავარდნისას ნამდვილად რომ დაპურდება და აუცილებლად იქნება, შედეგიც.გონისმიერი დოვლათი,თაობებს რომ აღზრდის,ასწავლის,შეიმეცნებს…უფალია თქვენთან.ეს სიტყვებში იგრძნობა,უფლის მადლითაა გაჯერებელი თქვენი შემოქმედებაც და ამიტომაც ხარ მსმენელი დაპურებული,ბედნიერი,გახარებული…
ღვთისაგან ნაკურთხი მადლი,ერს დააპურებს სიტყვით… დრო! დრო ყველაფერს იტყვის…
გადმოდინდება უსასრულოდ და კიდევ ერთი ეპოქა, რომელმაც თქვენი თავი გვაჩუქა…
თქვენ მართლაც რომ სწორად შერჩეული ფსევდონიმი გაქვთ… შემოქმედელი!…
ეს ენერგეტიკულად აისახება სამყაროში და უსასრულოდ განივრცობა, შემოქმედებითად იმ საზოგადოებაში რომელიც. ელის მუდმივად ახალს, ნამდვილს…
მადლობა სამყაროს, თქვენთვის!
ბედნიერი ვარ,ბედნიერმა დავტოვე მაჩაბლის ქუჩა და მწერალთა სახლი…
დიდი ხანია ასეთი საღამო, არ მომისმენია და არ მინახავს ..
თავმდაბლობის და ნიჭიერების ზეიმი იყო….“ _წერს ელისაბედ ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში.
მსგავსი სტატიები
- 86საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 86"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 82დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 79საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 7828 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…