ლანჩხუთი ისევ ზეიმობს! გურიამ ვიტ ჯორჯია დაამარცხა და ისტორიულ მიზანს კიდევ უფრო მიუახლოვდა!
ლიგა 3-ის 26-ე ტურში ლანჩხუთის „გურიამ“ საკუთარ მოედანზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა! ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გამართული დაძაბული დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
გადამწყვეტი მომენტი მატჩის მე-16 წუთზე დადგა — კიჭი მელიავას შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ ლუკა ჩაგანავამ ბურთს მიმართულება დაუდო და ულამაზესი დარტყმით „გურია“ დააწინაურა!
პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დასრულდა, თუმცა წინ კიდევ უფრო მძიმე 45 წუთი იყო.
მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა, გურულებმა ნამდვილი მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს! დაცვის ხაზი საიმედოდ მოქმედებდა, ფეხბურთელები თითოეულ ბურთზე ბოლომდე იბრძოდნენ და სტუმრებს მიზნის მიღწევის საშუალება არ მისცეს.
შეხვედრა საკმაოდ ემოციური და დაძაბული გამოდგა. მსაჯის რამდენიმე გადაწყვეტილებამ კი ტრიბუნებზე გულშემატკივრებში არაერთი კითხვა გააჩინა.
საბოლოოდ — გურია 1:0 ვიტ ჯორჯია!
ეს უბრალოდ სამი ქულა არ არის — ეს არის გამარჯვება ხასიათით, ბრძოლითა და ერთიანობით!
„გურია“ კვლავ პირველ ადგილზეა და ლიგა 2-ისკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. ერთი გამარჯვება გვაშორებს მიზნის საბოლოოდ შესრულებას!
ლანჩხუთი ოცნებობს, გურია იბრძვის, ჩვენ კი გვჯერა!
ლანჩხუთის „გურიას“ ფან კლუბი „ფირალების“ ტექსტი და ფოტო
მსგავსი სტატიები
- 84
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 79ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 78
გურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ… - 78ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 78
გურიის ფეხბურთისთვის განსაკუთრებული ფიგურაა ხარიტონ ჩხატარაშვილი. დაიბადა 1959 წლის 16 აგვისტოს, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე, ორი შვილი – ნინო და თემური, და ორი შვილიშვილი – ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (დღევანდელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი). საფეხბურთო…