ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები პროტესტი ძლიერდება, ხეობაში დამატებით პოლიციის სპეცრაზმია მობილიზებილი და შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
მანამდე გუმათში, კომპანია „ენკას“ ოფისთან, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და კომპანიის გასვლას მოითხოვენ.
„მონები“- სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
მათ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა სიმშვიდისკენ მოუწოდა. გოლეთიანის თქმით, პოლიციამ თავად დაიწყო კამათი და ამით ცდილობდნენ, აქციის მონაწილეები წამოეგოთ პროვოკაციაზე.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ საჭირო გახდება რიონის ხეობას აქციის მონაწილეები პარალიზებულს გახდიან.
„ბლოკირებული გვაქვს საავტომობილო გზა და არ გავხსნით მანამ, ვიდრე არ მოგვეცემა ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება. ჩვენ არ გვაწყობს სხვა ტერიტორიაზე აქციის გამართვა, გვინდა, რომ პროტესტი ისევ ნამოხვანში გაგრძელდეს. ამიტომ მოვუწოდებთ მათ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი არ შეზღუდონ. თუკი ისე მოხდება, რომ გუმათჰესთანაც დაგვიშლის კარავს პოლიცია და დაგვარბევს, პროტესტი სხვა სივრცეში გადავა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
„დაახლოებით, მაისის ბოლოსთვის ექსპერტები მოგვიბრუნდებიან თავისი რეკომენდაციებით და კომპანია ვალდებული იქნება, გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები. რაც შეეხება შეხვედრებს, რა თქმა უნდა, მზად ვართ შეხვედრებისთვის და უფრო მეტსაც გეტყვით, ეს პროექტი არის ხანგრძლივი პროცესი და პროექტის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზე მზად ვიქნებით შეხვდეთ როგორც მოსახლეობას, ასევე არასამთავრობო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.“_აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.
მსგავსი სტატიები
- 77დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 68საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 67"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 66გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 65ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი, მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…