ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ლანჩხუთში დილიდან დაიწყო.
აღსანიშნვია, რომ პირველ ივნისს საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღეც აღინიშნება. სადღესასწაულო წირვა სოფელ ჯურუყვეთის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღევლინა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე დაესწრო.
ღონისძიება გაიმართა ჩოჩხათისა (გულიანის კორპუსი) და ქალაქის მესამე საჯარო სკოლებში. შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლესის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლსა და დღის ცენტრ ,,იავნანას“ ესტუმრნენ.
ქალაქის ცენტრში კი საზეიმოდ მორთულ სკვერში პატარებს თოჯინების თეატრმა უმასპინძლა, შემდეგ კი საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.
მსგავსი სტატიები
- 59ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 59დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 49"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 46ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 46ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…