შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „დონ კიხოტი ოზურგეთიდან“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის გამოცემა რეჟისორ ვასო ჩიგოგიძის 70 წლის იუბილეს უკავშირდება.
წიგნ-ალბომის შესახებ რუსთაველის სახელმწიფო თეატრის დარბაზში შეკრებილთ ესაუბრა წიგნის შემდგენელი და წინასიტყვეობის ავტორი, ხელოვნებათმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი. 
შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარდგნენ; საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი,  გურიის გუბერნატორი გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი  ავთანდილ თალაკვაძე, თეატრმცოდნე გია ცქიტიშვილი, ცნობილმა ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.
ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი  თეა წულუკიანი.
შემდეგ კი წიგნი-ალბომის შესახებ ისაუბრა ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ.
წიგნ-ალბომი „დონ კიხოტი ოზურგეთიდან“ ვასო ჩიგოგიძის შემოქმედებით და ბიოგრაფიულ მოვლენებს, მის მოგონებებს აერთიანებს. წიგნს განსაკუთრებულ ელფერს აძლევს ვასო ჩიგოგიძისა და გამორჩეული პერსონაჟის, დონ კიხოტის, დაკავშირება, მათი საერთო პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. ალბომი ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და მასზე მკვლევარ-კრიტიკოსი, ლაშა ჩხარტიშვილი და დიზაინერი, ირინა აბჟანდაძე, მუშაობდნენ.
წიგნი მოგვითხრობს როგორც ვასო ჩიგოგიძის, ასევე გურიის ისტორიის შესახებაც, ასახავს რა გურულების ცხოვრებას, დაწყებული გურული მოჯირითეებით ამერიკაში, ვიდრე დღევანდელ დღემდე. აღსანიშნავია, რომ ვასო ჩიგოგიძის ცხოვრება მთლიანად უკავშირდება 155 წლიანი ისტორიის მქონე ოზურგეთის თეატრს, ვინაიდან, იგი გახლავთ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ვასო ჩიგოგიძე ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. ასევე, იგი არის საქართველოს თეატრალური საზოგადოების გურია-სამეგრელო, ზემო სვანეთის რეგიონის განყოფილების თავმჯდომარე.
ვასო ჩიგოგიძეს, მოღვაწეობის მანძილზე, მიღებული აქვს არაერთი წოდება, ჯილდო და პრემია. ის გახლავთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ქართული თეატრის დესპანი, ვარსკვლავოსანი, ღირსების ორდენის კავალერი, ასევე, ალექსანდრე წუწუნავას, დიმიტრი ალექსიძისა და გიზო ჟორდანიას ჯილდოების მფლობელი.

მსგავსი სტატიები

  • 74
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 71
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 62
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 62
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 61
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…