ვულოცავ რეჟისორს, დასს და ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართული იყო სპექტაკლის დადმის პროცესში.-Wწერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ცნობილი ფოტოხელოვანი იამზე ვაჩეიშვილი.
აი რას წერენ სპექტაკლის “ინტერვიუ სარკეში” შესახებ:
” რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ სახალხო თეატრთან ერთად სიღნაღის თეატრალური ფესტივალის მესამე დღეს წარმოადგინა სპექტაკლი «ინტერვიუ სარკეში», რომელიც ეხება ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიას.
სპექტაკლში დაკარგულია ზღვარი ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და მის შემოქმედებას შორის, რადგან მწერლის ნაწარმოები სწორედ საკუთარი ცხოვრების ანარეკლია.
აღსანიშნავია, რომ ელენე მაცხონაშვილი აქტიურად დგამს სპექტაკლებს სხვადასხვა რეგიონულ თეატრში. რეჟისორი არაერთხელ შეხებია ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას, ამის თვალსაჩინო მაგალითებია მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგმული «მე, ბებია, ილიკო და ილარიონი», ოზურგეთის თეატრში -„ცის კარი“.
სპექტაკლის მხატვრობა თავად რეჟისორს ეკუთვნის. ელენე მაცხონაშვილმა შექმნა პირქუში ატმოსფერო, რაც გამოიხატება შავი ფერის დომინირებაში როგორც დეკორაციაში, ისე მსახიობთა ჩაცმულობაში. ამასთანავე, ის მაქსიმალურ მინიმალიზმს მიმართავს, თუმცა სცენოგრაფია მოქმედია. ყოველივე გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ უბრალო ფიწლები და ნიჩბები სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ, მაგალითად: მატარებლის, სახლის, ხმლების და ა. შ.
ვასო ბუბუტეიშვილის განსახიერებული ნოდარ დუმბაძე ტრაგიკული ბედის მიუხედავად გულუბრყვილო და უშუალო მამაკაცია, რომელიც , ცხოვრობს საკუთარ შემოქმედებაში და არა პირიქით. შესაბამისად, ელენე მაცხონაშვილმა ტყუილად არ უწოდა სპექტაკლს «ინტერვიუ სარკეში». სარკე ხომ თვითშეცნობის სიმბოლოა. აქედან გამომდინარე, რეჟისორის/ინსცენირების ავტორის გადაწყვეტით სარკე ლიტერატურულ სამყაროში ცხოვრების სიმბოლოა.
დანარჩენი მსახიობები (ქეთევან კუკულავა, ნინო სიხარულიძე, გიორგი სიხარულიძე , გია ხვინჩიაშვილი, თამუნა ხვინჩიაშვილი , შოთა ყაჭეიშვილი , ვახო ჩხარტიშვილი , მარიკა ასათიანი და თეა კეჭაყმაძე) მეორეხარისხოვან როლებს ასრულებენ. ისინი ნაკლებად საუბრობენ, უფრო მეტად არავერბალური ენით მეტყველებენ , მაგრამ ქმნიან ერთიან ანსამბლს.
სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სახალხო და სამოყვარულო თეატრები ინტერესდებიან ნოდარ დუმბაძის პერსონითა და შემოქმედებით. ამის თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც ის ფაქტი, რომ სიღნაღის თეატრალურ ფესტივალზე წარმოდგენილია როგორც ელენე მაცხონაშვილის დრამა -„ინტერვიუ სარკეში“, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო სტუდიის სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს“.
წარმატებებს ვუსურვებ რეჟისორს და ჩოხატაურის სახალხო თეატრის მსახიობებს.”
ანასტასია ჩერნეცოვა
წყარო:
მსგავსი სტატიები
- 73დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 7014 ივლისი- ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე: 14 ივლისს ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ბოლო საკონკურსო სპექტაკლი ვიხილეთ. არ არის გასაკვირი, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს, დიდი მწერლის, ნოდარ დუმბაძის იუბილეს მიეძღვნა მთელი დღე და სწორედ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „Hellados” (რეჟისორი კახა გოგიძე) წარმოადგინა კაშკადარინის მუსიკალურ-დრამატულმა თეატრმა.შემდგომ გადავინაცვლეთ მწერლის სოფელში,…
- 68ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 63"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 61სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…