ბახვი  ჰესი 2021 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს მთისპირის საჯარო სკოლასთან, 2022 წლიდან კი მსგავსი თანამშროლობის მოდელი  ჩხაკაურას საჯარო სკოლასთანაც ხორციელდება.
  1. მთისპირის და ჩხაკაურას სკოლებში შეიქმნა კომპიუტერული ლაბორატორიები, რომლებიც აღიჭურვა უახლესი კომპიუტერებითა და სხვა დამატებითი ტექნიკური საშუალებებით, რათა მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლის პროცესში გამოყენება;
  2. განახლდა მთისპირის სკოლის ბიბლიოთეკა თანამედროვე, სამეცნიერო, თუ მხატვრული ლიტერატურით;
  3. 2021 წლის გაზაფხულზე შეიქმნა სპეციალური ტრენინგ პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი და განახლებადი ენერგიების მიმართულებით. 2022 წლიდან კი მსგავსი მოდელის ტრენინგები ტარდება ჩხაკაურას საჯარო სკოლაშიც;
  4. ტრენინგ კურსის ფარგლებში უფროსკლასელთათვის ჩატარდა ორი ექსკურსია, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა 2022 წლის ბოლო სემესტრის დასასრულს მოინახულეს კინტრიშა ჰესი, 2023 წლის ბოლო სემესტრის დასასრულს კი, ვანის ნაქალაქარი და არქეოლოგიური მუზეუმი;
  5. ტრენინგ კურსის ფარგლებში მთისპირის საჯარო სკოლას 2022 წელს სტუმრობდა მწერალი დათო ტურაშვილი. 2023 წელს კი, უკვე ორივე სკოლაში სტუმრად იყო მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი. მოწვეულმა სტუმრებმა ახალგაზრდებისათვის საინტერესი თემებზე ისაუბრეს;
  6. განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ “GREDA” USAID-ის მხარდაჭერით ჩაატარა ორი ლექცია უფროსკლასელთათვის განახლებად ენერგიებსა და მათ მნიშვნელობაზე;
  7. დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ჩატარდა კონკურსი სკოლის მოსწავლეებს (I -XII კლასები) შორის, სადაც სამ ასაკობრივ სეგმენტში ცალკ-ცალკე I, II და III ადგილებზე გასულებმა ჯილდოდ მიიღეს „ბიბლუსის“ ვაუჩერები, სულ მოცემულ კონკურსში მთისპირის საჯარო სკოლაში 63 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და 9 გამარჯვებული გამოვლინდა, ხოლო ჩხაკაურას საჯაროს სკოლაში მონაწილეობა 18 ბავშმა მიიღო და 10 გამარჯვებული გამოვლინდა;
  8. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართა საახალწლო ზეიმი სკოლებისა და ბაღის მოსწავლეებისათვის. ღონისძიებას ჯამში 127 ბავშვი დაესწრო;
  9. პერიოდულად ტარდება თემატური ლექციები, სადაც მონაწილეობენ ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრები. ისინი ლექციების ფარგლებში უფროსკლასელებს საკუთარ გამოცდილებას პროფილის მიხედვით უზიარებენ;
  10. 2022 – 2023 წწ. უკვე ორჯერ ჩატარდა, 40-ზე მეტი მასწავლებლების გადამზადების პროგრამა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 76
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 65
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 64
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 62
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 61
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…