დღეს, ქ. ოზურგეთში, ერისთავის ქუჩა #20-ში, თავადი ნაკაშიძეების ნაფუძვარზე  საზეიმოდ გაიხსნა ახალი ტურისტული სივრცე  _„გობრონიძეების მარანი.“

ახალი ტურისტული ლოკაციის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოზურგეთისთვის ცნობილი ადამიანები: მხატვრები, ჟურნალისტები, მსახიობები, კულტურის მუშაკები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

როგორც ამ იდეის ავტორმა, ქალბატონმა მარინა ჯაფარიძემ განაცხადა, ამ საოჯახო მარანს აქვს ისტორია. საუკუნის წინ ნაკაშიძეებიდან ეს მამული გაბრიელ გობრონიძემ შეიძინა და ოჯახმა ბევრი რამ ტრადიციული შეინარჩუნა, რაც ნაკაშიძეების სახელს უკავშირდებოდა. აღდგენილი იქნა ძველი მარანი, გაიხსნა სივრცე საოჯახო-ფერმერული ტურიზმის მიმართულებით „ღვინის სალონი“, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ გურული და ქართული ყურძნისაგან  დამზადებული საოცხოო ღვინოები, მიიღონ მასტერკლასები, გურული სამზარეულო და ქართული მრავალხმიან -პოლიფონიურ სიმღერებს მოუსმინონ.

გობრონიძეებმა ნაკაშიძეების ნაფუძვარზე არსებული უძველესი მარნის ტრადიციები აღდაგინა და საოჯახო ღვინის წარმოებას ღირსეულად აგრძელებენ _საოჯახო ტექნოლოგიით აწარმოებს სხავადასახვა სახის ღვინოებს, roგორც ძველი გურული ჯიშების, ასევე სხვა ქართული ყურძნის ჯიშებიდან. ღვინო იწურება და დუღილის პროცესს გადის მუხის კასრებში.

გახსნის ცერემონილაზე ახალ საქმეს მიესალმნენ : მხატვარო ავთანდილ თავართქილაძე, ჟურნალისტი ნუგზარ ასათიანი,  ფოლკლორისტი გულო ნიკოლაიშვილი, მცირე ბიზნესის წარმომადგენელი  ვასილ კვირჩილაძე,, მსახიობი ბელა კიკვაძე.

გაიმართა ქართული კულინარიის ნიმუშების და „გობრონიძეების მარნის“ ნიმუშების დეგუსტაცია.

მსგავსი სტატიები

  • 49
    უცხოელები რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ლანჩხუთისა და გურიის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვეს.,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“  გრ. რობაქიძე მე-19   საუკუნის საქართველოს ისტორიაში  ნათელ ფურცლებს წარმოადგენს  ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს  საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას,  ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი  რაც შეიძლება უკეთ გაცნობის  კეთილშობილურ  მიზანს.  და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
  • 46
    ევერესტის დაპყრობა: ტრიუმფი მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალზე1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს.  ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს…
  • 46
    „ჩვენთვის ფერიცვალობით მთავრდებოდა ფერადი გრძელი ზაფხული.“ფერცვალობას ყოველთვის ბახმაროზე ვიყავით. წინა საღამოს ბაბუა ამოგვაკითხავდა, მორჩილი, ხის, თავდაჭედილი ყუთით სასელა და თავრეჯულა მსხალს, გულა პამიდორს, ხორკლიან, ფორჩხის კიტრებს, კორკიმელს და ოტურს ამოგვიტანდა. 19 -ში დილიდან აივსებოდა, აჟრიამულდებოდა ბახმარო, დოღი ბახვისწყლის ჭალაში ნაშუადღევს გაიმართებოდა. ვაკიჯვრის და უჩხუბის მხარეს ფერდებზე აჭარლები შეეფინებოდენ. ზორტიყელელი და ჩანდრეკილელი დოსტები რომლებიც მთელი ბახმაროობა…
  • 45
    „გურული სიმღერა უნიკალური ფენომენია, რაც სულის საზრდოა ჩემი!“ბადრი ინგოროყვა _ბიოლოგი, ხელოვანი, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის ბავშვთა საერთაშორისო ცენტრის დირექტორი,მთამსვლელი. პირველი, ცნობილი ჟურნალისტის, ეთერ ქადეიშვილის (ამჟამად სქიმ მონაზონი დედა ეკატერინე) წიგნი „ელესა“ გადავფურცლეთ  და   წლების წინ ბადრი ინგოროყვასთან ჩაწერილი ინტერვიუ „სიმღერა _სულის საზრდო!“ წავიკითხეთ: * * * „_ რა არის სიმღერა ბადრისთვის? _გურული სიმღერა უნიკალური ფენომენია, რაც სულის საზრდოა…
  • 43
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…