დღეს, ქ. ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრში განკურნებული პაციენტების ასოციამ „ჩვენ დავამარცხეთ C ც, „ახალი ვექტორის ჟამთააღმწერთან“ ერთად აქცია გამართეს.
ოზურგეთის „მედალფას“ ექიმი თეონა წიკლაური და ექთანი ნანა სალუქვაძე ათეულობით პაციენტს მოემსახურა.
გაზეთ „ალიონს“ ცნობილი მეცნიერის, შალვა რადიანის ვაჟი, განკურნებული პაციენტების ასოცია „ჩვენ დავამარცხეთ ც “დირექტორი თემურ რადიანი ესაუბრა:
_საქართველოში 2015 წლის 21 აპრილიდან ხორციელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის, უპეცედენტო სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ქვეყანაში C ახალი შემთხვევების ნულამდე დაყვანა _ელიმინაცია, ინფიცირებულთა გამოვლენის, მათი მკურნალობისა და ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიების მეშვეობით.
ჩვენ, ამ პროგრამის სიკეთის მომხმარებლებმა, რთული გზა გამოვიარეთ, სადაც არაერთი მეგობარი დავკარგეთ.
2018 წელს ჩვენ დავაარსეთ განკურნებული პაციენტების ასოცია „ჩვენ დავამარცხეთ Cც, რომლის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი პაციენტი მოვიზიდოთ, რომ დაავადებების რისკები მკვეთრად შემცირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების სიმპტომების დროული გამოვლენა და დროული მკურნალობის დაწყება.
სამწუხაროდ, ის ადამიანები, რომლებსაც სავარაუდოდ პრობლემა აქვთ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპების გამო, თავს იკავებენ დროული გასინჯვებიდან.არადა,ნარკოტიკები დაავადების მიზეზების ჩამონათვალში მე-3 ადგილს იკავებს. უფრო მეტი დაინფიცირებულები სახის პარსვის, ტატუების კეთების და სამედიცინო მანიპულაციებიდანაა. დღეს მე-3 თაობის მედიკამენტებს იყენებენ, რომლითაც განკურნების ალბათობა 98 პროცენტს შეადგენს.
საქართველოში ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით ჩატარებაზე ბევრადაა დამოკიდებული მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მსგავსი პროგრამების გამხორციელება, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2030 წლისათვის მსოფლიო მოსახლეობის 95 პროცენტის განკურნებას გეგმავს.
ჩვენი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეზეკი ინწკირველი _ჩხეიძეა,
მეორე ორგანიზაციის დირექტორი ლაშა აბესაძე, ასევე ჩვენთან არის მალხაზ ბერძენიშვილი _გვითხრა თემურ რადიანმა.
მსგავსი სტატიები
- 44
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 40
ავტორი გია ბეშიტაიშვილი (წერილი მეცამეტე-მეთოთხმეტე) მოსკოვის მაქსიმ გორკის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკის «შესტიგრანიკის» ყველაზე დიდი დარბაზში, რომელიც 3000-მდე ადამიანზე იყო განკუთვნილი, ჩვენ ვიმუშავეთ 22.10.1973 წლიდან – 02.11.1975 წლამდე. იხ. სურათი. ამ ორ წელიწადში ყოველგვარი ტელევიზიის და რადიოს გადაცემების გარეშე, ჩვენ …
- 38
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 36
ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…