16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში მოხდა.

2 წლის ლაზარეს რამდენი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთი ბოლო ოპერაცია, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩატარდა, გართულებების გარეშე დასრულდა. 2 წლის ლაზარე ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშაა.

პატარა ლაზარეს ოპერაციები „კარაპ მედლაინის“ პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ალექსანდრე კალანტაროვმა გაუკეთა.

ლაზარეს დედა, ლიკა ხამათაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით, შვილის ჯანმრთელობის შესახებ სიახლებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას და ამასთან, ექიმებს, რომლებმაც ლაზარეს გადასარჩენად ძალისხმევა არ დაიშურეს, მადლობას უხდის.

ამჯერად, ლიკა ხამათაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ბატონო ალექსი ექიმო!

გმადლობთ თქვენი მგრძნობიარე და პროფესიონალური დამოკიდებულებისთვის, თბილი ატმოსფეროსთვის, რომელიც ცხოვრობს თქვენს განყოფილებაში.

გულით მადლობას გიხდით და გისურვებთ შემდგომ პროფესიულ წარმატებებს და ღირსეულ ჯილდოს თქვენი შრომისთვის!

უამრავი მადლობა ჩემი ლაზარეს სითბოსთვის და მზრუნველობისთვის

მინდა გამოგიხატოთ მადლობა, ბედნიერი ცხოვრება მრავალი წლის განმავლობაში, საუკეთესო ექიმს მსოფლიოში. ლაზარეს საყვარელი ალექსი ექიმი, – წერს ლიკა ხამათაშვილი.

წყარო:

სიახლეების ხაზი

 

მსგავსი სტატიები

  • 65
    COVID-19 13 აგვისტოს 42 ადამიანი გარდაიცვალა 13 აგვისტოს „COVID-19“ 5 359 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  2 726 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 42 გარდაიცვალა.
  • 65
    სოფელ ძიმითში 73 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვესდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში 73 წლის მამაკაცი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. _ შემთხვევა დღეს მოხდა. 73 წლის ზ.მ-ს სახლიდან გასულს ეძებდნენ. იგი ხშირად დადიოდა ახლახან გარდაცვლილი დისშვილის საფლავზე. ამჯერად იგი დღის 2-3  საათისთვის საცხოვრებელი სახლიდან 3-4 კილომეტრის დაშორებით ძიმითი-აკეთის საზღვარზე, სტალნარის ღელის პირზე,  ხეზე ნახეს თოკით…
  • 63
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში უბედური შემთხვევა მოხდა _ ერთ-ერთ სასტუმროში 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა. ცნობილია, რომ ის სოფელ სუფსაში ცხოვრობდა და ურეკში სამუშაოდ იყო წასული.
  • 63
    ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპარუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“)  განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა. უწყების ცნობით: „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად იმწამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. უწყების ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები. ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამსახური ატარებს შემოწმებას, ხოლო ნავალნის გარდაცვალების მიზეზი მედიკოსებმა…
  • 61
    საქართველოში 75 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალაStopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების 6021 შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 75 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გუშინ, გურიაში კოვიდინფიცირების 58 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 761 067 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 696 921, გარდაიცვალა 10 584 პაციენტი.