ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებაა! ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ფონზე, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად ნიადაგი ნებისმიერ დროს შეიძლება მომწიფდეს, რისთვისაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება გახდება აუცილებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა ხაზი ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას გაუსვა და აღნიშნა, რომ საქართველოს გამთლიანებას წინ ვერავინ ვერ უნდა აღუდგეს, ამისათვის კი „ქართულმა ოცნებამ“ მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს.

„დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასაც შეუქმნის დაბრკოლებას. იმისათვის, რომ საქართველოს გამთლიანებას წინ ვერავინ აღუდგეს, „ქართულმა ოცნებამ“ მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ჩემს წინა გამოსვლებშიც არაერთხელ შევეხე, თუმცა, მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე. ცხადია, ჩვენი მიზანი მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება არ არის. მეტიც, არცერთ გოჯ მიწას არავითარი ფასი არა აქვს იქ მცხოვრები ადამიანების გარეშე. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ოსი დებისა და ძმების დაბრუნებაა. მთავარი იდეა იმ ურთიერთობების აღდგენაა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადუღაბებდა საქართველოს მთლიანობას“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

წყარო:ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 72
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 68
    გიგა ბოკერია - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
  • 67
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაროგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი. გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად: *** არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის…
  • 66
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
  • 66
    17 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - გაოგნებულები ვართ, რომ „ართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას კრიტიკოსების გასაჩუმებლად - ეუთოს კონტექსტში ყველა მექანიზმს გამოვიკვლევთგაოგნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად , - ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეუთოს ფარგლებში 17 ქვეყანა ავრცელებს. ხელმომწერ ქვეყნებს შორის არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია,…