საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ზაუტაშვილმა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერებთან 2025 წლის თებერვალში გურიაში განვითარებული სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების ბოლო ეტაპის დასრულების მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა.
2025 წლის თებერვლის თვეში გურიაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალდა 4456 ოჯახი. სახელმწიფოს მხრიდან დახმარება გაეწია 3717 ოჯახს და დარჩენილია 739 ოჯახი, რომელთა მიმართ მიმდინარეობს დახმარების გაწევის პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად.
სამუშაო შეხვედრა დარჩენილი ოჯახების მიმართ დახმარების გაწევის პროცესის დაჩქარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს დაეთმო.
შეხვედრაზე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერების მიერ დაფიქსირდა ის გარემოებები, რაც დარჩენილი დაზარალებული ოჯახების მიმართ დახმარების გაწევის პროცესს აფერხებს და განხილვის შედეგად დაიგეგმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გასატარებელი ღონისძიებები, რათა სტიქიით დაზარალებულ დარჩენილ ოჯახებს დროულად გაეწიოთ სათანადო დახმარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერები, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ დიაკონიძე, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი ანა ნაკაშიძე.
მსგავსი სტატიები
- 63
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ლევან ზაუტაშვილმა და გიორგი ღურჯუმელიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში დასრულებული საგზაო სამუშაოები, ხოლო დაბა გომისმთაზე დასრულებული სკვერი და მინის საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს. რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე და გურიის სახელმწიფო რწმუნებული იმყოფებოდნენ… - 62
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: შუა ფარცხმასა და ერკეთში იმყოფებოდა.მინისტრმა მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა 2025 წლის თებერვლის თვეში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავები, რომელთა რეაბილიტაციაც დასრულდა.სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოებისთვის გამოიყო 25 345 000 ლარი.… - 62გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
- 62
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სამუშაო შეხვედრის დროს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე. ნიკა ტყემალაძის განცხადებით, ქვეყნის ყველა რეგიონში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინაციით, მიმდინარეობს და დაგეგმილია… - 62
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.