კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისმა უდიდესი უპირატესობა გაანიავა – ქართულმა კლუბმა ჟალგირისს პირველ შეხვედრაში 3:0 მოუგო, თუმცა ლიეტუვაში 2:7 დამარცხდა და ევროტურნირს გამოეთიშა.
ჟალგირისის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრიუს სკერლამ, დინამო თბილისთან ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრა:
„როგორც მწვრთნელს, ალბათ, მსგავსი არაფერი გამომიცდია. ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საღამოა. თბილისში მტკივნეული მარცხი განვიცადეთ, რასაც დიდი იმედგაცრუება მოჰყვა როგორც გუნდში, ისე გულშემატკივრებში. თუმცა, დღეს ფეხბურთელებმა წარმოუდგენელი ხასიათი, სურვილი და თავდადება აჩვენეს. სიტყვები არ მყოფნის, ძალიან ბედნიერი ვარ!
ბურთს თავიდანვე ძალიან კარგად ვაკონტროლებდით. იგრძნობოდა, რომ მეტოქეს მოედანთან (ხელოვნურ ბალახთან) ადაპტაცია გაუჭირდა. ბევრი ბურთი ჩავჭერით ან შეიძლება მათ უკვე იფიქრეს, რომ შემდეგ ეტაპზე იყვნენ. ჩემს გუნდში სრული კონცენტრაცია დავინახე. როგორც მატჩის წინ ვთქვი, სწრაფი გოლი გვჭირდებოდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მხოლოდ პენალტის გამოყენება ვერ შევძელით, თუმცა ამის გამო ჩვენი თამაში არ შეცვლილა. მეტოქემ ორჯერ დაარტყა კარში და ორი გოლი გაიტანა.
როდესაც მეტოქემ მეორე გოლი გაგვიტანა, მხოლოდ მატჩზე და კიდევ ერთი გოლის გატანაზე ვფიქრობდი. მჯეროდა, რომ გავიტანდით. ვხედავდი გუნდის კონცენტრაციასა და სურვილს, მეტოქე კი სულ უფრო და უფრო იხევდა უკან და მათთვის ხელსაყრელი ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა. მესამე გოლი რომ გავიტანეთ, ვგრძნობდი, რომ მეოთხეს გატანაც შეგვეძლო. ხასიათი, რომელიც დღეს ფეხბურთელებმა გამოვლინეს, წარმოუდგენელი იყო“
– ანდრიუს სკერლა
წყარო: belite
მსგავსი სტატიები
- 84
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 79ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 78ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 77
გურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ… - 77
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…