ბახვი ჰესის ინიციატივით, საინტერესო პარტნიორობა შედგა კომპანიასა და  საერთაშორისო ორგანიზაციის, USAID-ის ორ პროექტთან. კერძოდ, 2021 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესმა გააფორმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული მომავლის პროგრამებთან.  მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ რამდენიმე პროექტის ერთობლივად განხორციელებაზე, რაც კერძო და საჯარო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია.

 

2022 წლიდან ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად ვახორციელებთ ორ მნიშვნელოვან პროექტს. 1. ჩაის გზის შექმნა და ამ გზაზე არსებულ სამოსახლოებში სტუმარ-მასპინძლობის კომპონენტის გაძლიერება; 2. გომი-ბახმარო-გოდერძის დაკავშირება საფეხმავლო ბილიკით და ასევე, გზად გასათენებელი საცხოვრებლის გამართვა. ამ საფეხმავლო ბილიკით ისარგებლებენ ის ტურისტები, რომელთა მიზანიც ფეხით მოგზაურობა, ე.წ. ჰაიკინგია.

 

ასევე, გვაქვს პარტნიორობა ენერგეტიკული მომავლის პროგრამასთან, რომელთან ერთადაც ბახმაროს ცენტრალურ ტრასაზე 2022 წელს განვათავსეთ ენერგოეფექტური ლედ განათებების ლამპიონები. სრულად ამორტიზირებული სისტემაჩანაცვლდა ახალი ბოძებით და ლედ ნათურებით, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები მეტი გამძლეობისთვისა და უსაფრთხოების მიზნით,  მოექცა მიწისქვეშ და შედეგად, განათდა 4.5 კილომეტრიანი ზოლი ბახმაროს ცენტრალურ ტრასაზე.

 

აღნიშნული კოლაბორაცია, ბახვი ჰესის ინიციატივით შედგა. მნიშვნელოვანია, რეგიონში განხორციელებული პროექტები მდგრად განვითარებაზე იყოს ორიენტირებული, რათა მათ ადამიანების ცხოვრებაში ხელშესახები ცვლილებები მოიტანონ.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 87
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 83
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
  • 83
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 80
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 79
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…