შემთხვევა წრომის ტყეში დღეს დილით მოხდა.
მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. „მოზაიკას“ ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
წელს, 23 თებერვალს რაჭაში, ონის ტყეში დათვმა მონადირე შეჭამა.
როგორ ადგილობრივები ამბობდნენ, მონადირეებმა ერთი დათვი მოკლეს, მეორეს თავდასხმას არ ელოდებოდნენ და უბედური შემთხვევაც ამ დროს მოხდა.
„ერთი მოკლეს და მეორეს არ ელოდებოდნენ, ბუნაგიდან გამოვარდა. სხვა მონადირეები ცოტა წინ წავიდნენ და განწირულ ღრიალზე უკან გაიქცნენ, მაგრამ აღმართი იყო და მალე ვერ ასულან. ადგილზე მისულებს საშინელი სურათი დახვდათ. ნახევარი კაცი შეჭმული იყო უკვე“, – ამბობდნენ ისინი.
დათვის მიერ ადამიანზე თავდასხმის ფაქტი გურიაშიც იყო. რამდენიმე წლის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავაში (მთისპირის თემი) დაკარგული ძროხის საძებნად წასული გ. მარკოიძეს დათვი დაესხა თავს და მძიმე ჭრილობები მიაყენა. ოზურგეთში მას რთული ოპერაცია გაუკეთეს და დათვისგან დაზარალებული გადარჩა.