ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტული სცენა 22 დეკემბერს, ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლით „ცოტა ომი და დიდი სიყვარული“-მასპინძლობდა მაყურებელს.
კომპოზიტორი შალვა მაცხონაშვილი; რეჟისორის ასისტენტი მაკა მამულაშვილი; მონაწილე მსახიობები: ციცი ბუცხრიკიძე,შორენა სიხარულიძე,ირაკლი ურუშაძე, მარიკა ასათიანი, ჯაბა მორჩილაძე,თეა კეჭაყმაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი, გენადი ნიკოლაშვილი.
ეზო, სადაც არ აციან რა არის ომი, სადაც ყვავილები , სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა. სწორედ ეს ეზო იშლება მაყურებლის თვალწინ სპექტაკლში. აქ არის ერთი დიდი ტრადიციული ოჯახი,აქ ერთმანეთს კარგად იცნობენ. ცხოვრებენ ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარებით. აქაურ რეალურ ყოფას ვერ ანგრევს შურისა და ბოღმის აჩრდილი, ცხოვრება ისე გრძელდება. სპექტაკლში არაა მრავალსიტყვაობა, ან ემოციურად დატვირთული დიალოგები, აქ ემოციები პირადი ურთიერთობებით და ურთიერთპატივისცემით იმართება.
„ჩვენი ეზო ჩვენი სამოთხეა, ყველა ერთად რომ ვართ და ერთმანეთი გვიყვარს, ესაა სამოთხე“.
მაგრამ, ამ სილამაზეს მაინც აუფასურებს ის უდიდესი ბოროტება, რასაც ომი ჰქვია.
ომი დაიწყო!
„,,დაეცა, ერთი კვირის წინ, ქალაქი დაეცა, მიწა გასკდა თითქოს და ჩვენი ეზოც მა გმიწამ ჩაიტანა, ჩვენი კაცები ომში არიან, უნდა გადარჩნენ ეგენი, ჩვენც უნდა გადავრჩეთ. ვინც ომს იწყებს, ჯოჯოხეთში უნდა ხვდებოდნენ, მხოლოდ ეგენი უნდა ხვდებოდნენ“
კაცები იბრძვიან ოჯახთა დასაცავად, საყვარელ ადამიანთა საფლავების დასაცავად, სამშობლოს დასაცავად. არავინ იცის ვინ გადაურჩება ომის საშინელ ქარტეხილებს. ქალები, მთებით უნდა გადავიდნენ სამშვიდობოს. „ამასაც თუ მშვიდობა ჰქვია“.
იმთავითვე განწირულნი, მაგრამ მაინც შეუდრეკელნი, „მე დედა ვარ და ჩვემი შვილი ომშია, მე დედა ვარ და ჩემი ქმარი ომშია“… ომმა წაიღო მშვიდი და მშვიდობიანი ცხოვრება. იყინებიან თანდათან, ათოვს და თეთრად იფერება მათი მოცახცახე სხეულები. ესაა ომის საშინელი შედეგები.
სპექტაკლის შემოქმედებითი კოლექტივი და მსახიობები კარგად ახერხებენ ყველა ამ უმძიმესი ეპიზოდის გადმოცემას. კიდევ ერთხელ იღვიძებს ყოველთვის აქტუალური თემა – ომი ყველაფერს ანადგურებს, სილამაზეს, სიყვარულს, ბედნიერებას, სიცოცხლეს…და რომ მშვიდობის ფასი არაფერია, მათ შორის ადამიანურ ურთიერთობებში, რომელიც დღეს ესოდენ მოსანატრი გაგვხდომია. რადგან სწორედ ურთიერთპატივისცემა გაგვხდომია მოსანატრი.
სპექტაკლის ,,ცოტა ომი და ბევრი სიყვარული” საპრემიერო ჩვენების შემდეგ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ, რეჟისორს, ელენე მაცხონაშვილს მადლობა გადაუხადა და საკუთარი შეფასება გააკეთა.
_ ეს არის სპექტაკლი, რომელმაც მომგვარა ნოსტალგია ურთიერთობების, თუ როგორ უყვარდათ, როგორ ეფერებოდნენ ერთმანეთს და როგორ უნდა მოვეფეროთ დღესაც, დავივიწყოთ ყველაფერი ცუდი, რაც დრომ მოიტანა.ეს ნოსტალგია ყველა იმ ნიჭიერი ადამიანის შემოქმედებასაც მახსენებს, რომელიც ჩემს თეატრს უკავშირდება.
ჩვენ ვქმნით თეატრს, რომელსაც უყვარს მაყურებელი და ნუ ვიქნებით ბოღმით, შურით დაკავებული, ჩვენ გიცხადებთ ჩვენს სიყვარულს“.
ელენე მაცხონაშვილი: _ძალიან მიყვარს ოზურგეთის თეატრი, რადგან ფაქტიურად აქ გავიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალურ ოჯახში გავიზარდე, ვასო ჩიგოგიძის სპექტაკლებმა გადამაწყვეტინა ვყოფილიყავი რეჟისორი. დიდი მადლობა შემოქმედებით პერსონალს, თეატრის ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ განმეხორციელებინა ეს სპექტაკლი.
ცალსახად ვგმობ ომს და რაც ყველაზე მეტად გვინდა, ეს არის მშვიდობა მსოფლიოში.
მსახიობები ამ სპექტაკლს რომ კარგად გაართმევდნენ თავს, ამაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი. მობილიზებულ და კომპაქტურ შემოქმედებით ჯგუფთან ვმუშაობდი და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ, რომ ძალიან მოკლე დროში მოვამზადეთ სპექტაკლი.
25 დეკემბრიდან ოზურგეთის თეატრი პატარა მაყურებელსაც მასპინძლობს საახალწლო ჩვენებით – „წუნა და წრუწუნა“ რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი.
გაზეთი „ალიონი“ ულოცავს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს დამდეგ შობა-ახალ წელს. შემოქმედებით წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ თეატრის ყველა მესვეურს, და რაც მთავარია მშვიდობას.
გაზეთი „ალიონი“, #31, 2023 წ.
მსგავსი სტატიები
- 100
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.… - 100
ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და დროა გავიხსენოთ, თუ რატომაა საშიში პიროტექნიკა ეკოლოგიისთვის, ცხოველებისა და ადამიანებისთვის. ესაა ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე: 1 ქიმიური შემადგენლობა ფეიერვერკის შექმნის ყველა ეტაპი არის არაეკოლოგიური: წარმოების ეტაპი, ექსპულატაცია და უტილიზაცია. მის შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა სალიტრა… - 100
ქალაქ ოზურგეთის განახლების მიზნით ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - ამ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერმა მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას და განახლებულ ინფორმაციასაც წარმოგიდგენთ უკვე დაანონსებულ პროექტებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ურბანულ განახლებასა და კეთილმოწყობას ეხება. ჩვენი ქალაქის განახლების მიზნით, ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია… - 100
კოლმეურნეობის თავმჯდომარემ სოფლის საერთო კრებაზე გაანდო ეჭვი დაღლილ კოლმეურნეებს, რომ წინ ბედნიერება გველოდა, გარდამავალი დღოშა მივიღეთ. ამიტომ საცხრამაოსოდ სამზადისი ორი კვირით ადრე დაიწყეს, სოფლის ცენტრში სოკრატ შევარდნაძის ლურჯი ტრაქტორის გემ ავრორად გადაკეთებას შეუდგა კოლმეურნეობის მხატვარი თემურ ნინიძე ასისტენთებთან ერთად. შეღებილი ფანერებით, დროშებით, ალმებით მორთული ტრაქტორი, მატო ბორბლების ნაწილი რომ უჩანდა… - 100
30 ივლისს, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება კამპანიის ლიდერებს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში საარჩევნო კამპანიის ლიდერი დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ხოლო საქართველოს მასშტაბით კამპანიის ლიდერი პრემიერ-მინისტრი ირაკლი…