გურიის რეგიონში ადგილობრივ მევენახეებთან შეხვედრა გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის
დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ ვაჭარაძესთან ერთად, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მევენახეებთან და ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „გურიის ჩხავერი“ სტატუსის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
_ „დღეისთვის, გურიაში ადგილობრივი ვაზის ჯიშების აღდგენა-გაშენებას დიდი ყურადღება ექცევა. ერთ-ერთი გამორჩეული, უძველესი ვაზის ჯიშია ჩხავერი, რომლის ფართობებიც გურიის რეგიონში მნიშვნელოვნად იზრდება. რეგიონში გამართული შეხვედრა, ძირითად თემებთან ერთად, დარგში არსებული პრობლემების განხილვასაც დაეთმო. უპირველეს ყოვლისა, გურიის რეგიონში ვაზის კვალიფიციური სანერგე მეურნეობის შექმნის საკითხს, რომელიც ახალი ვენახების გაშენების მსურველთათვის ვაზის სხვადასხვა ჯიშის ხარისხიან სარგავ მასალაზე ხელმისაწვდომობის გარანტი იქნებ ა“, _ აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ფერმერთა ცოდნის ამაღლების მიზნით თეორიული და პრაქტიკული სახის ტრენინგების ჩატარების მნიშვნელობასა და მევენახე-მეღვინეთა მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილეს ყურადღება.
„რეგიონში გამართული შეხვედრა იმ დიდი საქმის გაგრძელებაა, რაც გურულებისთვის უნიკალური ვაზის ჯიშჩხავერის აღორძინებას და მისგან წარმოებული ღვინისთვის ადგილწარმოშობის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. ამ და სხვა საკითხების განხილვასთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გურიის რეგიონის ღვინის მწარმოებელთათვის ლაბორატორიული შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის მევენახეობა-მეღვინეობის უფასო სასწავლო კურსების მოწყობას, რაც ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია“, _ განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ.
შეხვედრას, რომელიც ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის,სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ცენტრში „ანასეული“ გაიმართა, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, შემოქმედელი მიტროპოლიტი ყოვლადუსამღვდელოესი იოსები და სხვა პირები ესწრებოდნენ, რომლებიც ანასეულის ბაზის ლაბორატორიებში მიმდინარე სამუშაო პროცესებს და სამეცნიერო პროექტებსაც გაეცნენ.
შეხვედრის დასასრულს,გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოყვანილი ვაზის ჯიში „ჩხავერისგან“დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.
მსგავსი სტატიები
- 84ბატონი პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და უმუშევრობის შემცირებაზე საუბრობს. ქვეყანაში არის ორნიშნა ეკონომუკური ზრდა, უმუშევრობის დონე მცირდება, მშვიდობა, სტაბილურობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც ყველა ქართველისათვის სასიხარულოა. მინდა ამ წერილში მაღალმთიანი სოფელ ზოტის ეკონომიკა მიმოვიხილო, რისთვისაც წარსულსაც გადავხედო. 130 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელი ზოტი ნასოფლარად…
- 84კომპანია „ბახვი ჰესი“_ ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე ტურისტული ობიექტი „სამზეურა“, როგორც გარეგნული, ისე შინაარსის ყველა ნიშნით, კარგად გამოხატული ბუნებრიობით წარმოდგენილი გურული სახლ-კარი და კარმიდამოა. _„სამზეურა“ _ შინაარსით გამოხატული ქართული სიტყვის შინაარსი, ჩემთვის იმთავითვე იქცა შთაგონების წყაროდ. ზოგადად, მზის კულტი ქართულ მითოლოგიაში განსაკუთრებული ხარისხით, სიღრმისეული ხასიათით არის წარმოდგენილი,…
- 81დედამიწაზე კლიმატი მოსალოდნელზე სწრაფად იცლება, ამაში კი დიდი წვლილი ადამიანთა სამრეწველო საქმიანობას მიუძღვის. მავნე აირების ემისიებისა თუ სხვა ფაქტორების გამო ჩვენს პლანეტაზე კლიმატი ისეთი აღარაა, როგორიც, თუნდაც, ერთი დეკადის წინ იყო, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიო გრძნობს. ძლიერი გვალვები, თბური ტალღები, ატმოსფერული ნალექის სიმცირე ან მოჭარბება და მიწის ეროზია მხოლოდ…
- 81„წარმოუდგენლად მეჩვენება გქონდეს ერთი ჰექტარი მიწის ფართობი და არ მოგყავდეს ან ვერ აწარმოებდე სამას ლიტრ ღვინოს, ას ლიტრ არაყს, 60 კგ ლობიოს, ერთი ტონა სიმინდს. ყველას შეგვიძლია დღეს ოჯახი ვარჩინოთ და განვითარებისთვისაც ვიბრძოლოთ არსებულ პირობებში“, – აცხადებს აკაკი ღლონტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკი. „სოფლის…
- 80ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ ვაჭარაძესთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებთან ერთად დაესწრო. _ ,, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო გურული ღვინის ფესტივალმა, რომელიც მესამე წელია ტარდება.…