დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარიამ წულაძის და ანა ჩხარტიშვილის სცენარის მიხედვით  განხორციელებული სპექტაკლი „უსასრულო ხელოვნება“ წარმოადგინეს.

„რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ოთხ თინეიჯერს სკოლის ბიბლიოთეკაში დავალების შესრულების დროს შემოაღამდება? ალბათ ძველი ბერძნული ღმერთის გამოჩენა და ხელოვნების უსასრულო სამყაროში მოგზაურობა, თქვენი პირველი პასუხი ალბათ ეს არის. მაგრამ, სწორედ ასე მოხდება მაშინ, როდესაც ამ დავალებას სანდრო, მარიამი, ელენე და ლუკა ასრულებენ.

აპოლო თავის მუზებთან ერთად, ბავშვებს პროექტის დასრულებაში ეხმარება. აჩვენებს ყველაფერ იმას, რასაც ვიკიპედიაში ვერ იპოვიან. აქ ისინი გაიცნობენ დიდებულ ქალებს, რომლებსაც უდიდესი როლი აქვთ შესრულებული ხელოვნების ისტორიაში.“

საინტერესოდ ასრულებენ როლებს: გიორგი არობელიძე (აპოლო), ანა  ჩხარტიშვილი (მარიამი), მარიამ წულაძე (ელენე), ლაშა კალანდაძე (სანდრო) გეგა არობელიძე (ლუკა), ქრისტინე დოლიძე (ნეფერტიტი), მარიამ ლომჯარია (გრიტი), ქრისტინე დოლიძე (კირკე), ანასტასია ონიანი (ელენე ახვლედიანი), მარიამ ლომჯარია (ფრიდა კალო), რომა წულაძე (მონა), ლუკა თეთრაძე (ვერმეერი).

დადგმის რეჟისურაც თავად დრამის კლუბის წევრებს ეკუთვნით.

ძალიან საინტერესო ქორეოგრაფია აქვს სპექტაკლს (ანანო მელუა), რომელსაც მუზები შესანიშნავად ასრულებენ: სალომე ყუბანეიშვილი, ანა კეჭაყმაძე, ანასტასია მენაბდე, ანასტასია მაჩაიძე, ნინი ჭელიძე, ლიზი მიქატაძე, ლიზი აბაშმაძე, ანისა დომანოვა, ეკატერინე კვაჭანტირაძე.

მსგავსი სტატიები

  • 60
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 59
    „ტროა უნდა დაეცეს“… და ეს დაცემა,  სახედაკარგული ადამიანებისთვის  უკვე ძნელად ხდის  ადამიანად ყოფნასავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ბერძენ ტრაგიგოსთა უდიდესი წარმომადგენლების, ესქილესა და სოფოკლეს შემდგომი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ბოლო ტრაგედია „იფიგენია ავლისში“, საქართველოში,  პირველად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება. კოპროდუქციის რეჟისორია ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი  კაშია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზუგდიდის თეატრის მსახიობები.  სამუშაო რეპეტიციას ოზურგეთის…
  • 58
    ,,შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში"ავთანდილ თავართქილაძე: ჩვენი ამოცანაა ოზურგეთი ასოცირდებოდეს დაზგურ გრაფიკასთან ავტორი მარი კოძოევი მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრთან არსებულ სტუდია სახელოსნოში GURIAN ART მიმდინარეობს პროექტი ,,შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში-2024". სტუდია სახელოსნო უკვე მერვედ მასპინძლობს პროფესიონალ მხატვართა ჯგუფებს. ტრადიციულად სთავაზობს საინტერესო, თავისუფალ შემოქმედებით სივრცეს დაზგური გრაფიკის (ოფორტი, მონოტიპია) მასტერ კლასებისა და ნოვატორული…
  • 58
    „გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“„გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“ - ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში პროექტის გამარჯვებულთა დაჯილდოვება და საზეიმო კონცერტი გაიმართა. პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა თავის მოსწავლეებთან ერთად თავიანთი სოფლის ცნობილი მომღერლებისა და სოფელში არსებული გუნდების შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, რომელიც ამ პროექტის საშუალებით გასაჯაროვდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს - ძიმითის, დაბა ნასაკირალის, მშვიდობაურის, მთისპირის,…
  • 57
    მრავალენოვანი დღე  ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო ფესტივალის VIII დღეს ოზურგეთის დრამატულ თეატრში ვიხილეთ ორი სპექტაკლი- მცირე სცენაზე ბერძნული ვოლტ თეატრ პლუსის დადგმა- „ლეგენდა კარაისკაკენაზე“ (რეჟისორი- დიმიტრი კარაციასი), ხოლო დიდ დარბაზში ქართულ-აზერბაიჯანული კოპროდუქცია - „კუკარაჩა“ ( რეჟისორი- ვასო ჩიგოგიძე). გადავინაცვლოთ ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე, სადაც მსახიობმა სოფია კაფსოურუმ  (პიესის…