ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად დაესწრო.
აღნიშნული პროგრამისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის ჯამში 1 086 000 ლარია გამოყოფილი. მოქალაქეები, თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში პრიორიტეტულ პროეტქებს თავად შეარჩევენ.

მსგავსი სტატიები
- 80
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათთან ერთად განიხილეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. - 79
- 78
- 77
ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიების“ დამაარსებლის ანზორ გვარამაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფი რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით, მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „ქორეოგრაფიის… - 77
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერან შოთა გოგატაძეს სახლში ესტუმრა და 100 წლის იუბილე მიულოცა. გიორგი ღურჯუმელიძემ შოთა გოგატაძეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

