ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში თოვლის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს. არის უბნები, სადაც თოვლის სიმაღლე გაცილებით მეტია.

_მაქსიმალურად ვცდილობთ გზები გაწმენდილი იყოს. წუხელ გვიან ღამით დავასრულეთ გაწმენდითი სამუშაოები, მაგრამ კვლავ თოვს და ამჟამად კომპანია „ბახვი ჰესს“ ვთხოვეთ, რომ მძლავრი ტრაქტორით  უკანავა- „პასიოლკას“ დასახლების გავლით, გაწმინდონ სოფელთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. ახლა მათი დახმარებით უკანავას უბნიდან „დიალეზის“ პროგრამაზე მყოფი ჯემალ შავაძე გადაგვყავს ოზურგეთის კლინიკაში.  დაზიანებული ელექტროხაზები  წუხელ აღვადგინეთ, მაგრამ ზოგან, მაღალი ხეებია წაქცეული და კვლავ ახალი პრობლემა იქნება. სამწუხაროდ, მოსახლეობა ელექტროხაზების გასწვრივ, თავიანთ საკარმიდამოზე არ ჭრის მაღალ ხეებს.  რამდენიმე დღე „ასკანგელ ალიანსის“ ტრაქტორი მუშაობდა, გუშინ დაზიანდა. შემდეგ ბიზნესმენი თენგო შარაშიძეც დაგვეხმარა და წუხელ თავადაც წმენდდა ტრაქტორით სოფლის გზებს _გვითხრა ოზურგეთის მერის წარმომადგენელა სოფელ მთისპირში ვლადიმერ ჩავლეშვილმა.

ფოტოები რამდენიმე წუთის წინ ვლადიმერ ჩავლეშვილმა მოგვაწოდა. ქვედა ფოტოზე _ჯემალ შავაძე გადაჰყავს სპეცტექნიკას კლინიკაში.

მსგავსი სტატიები

  • 66
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 62
    ურბანული ქაოსის აღსაკვეთადდღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 15ივნისის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკრებულოს სხდომაზე მოხსენება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ წარმოადგინა. მუხლი 152-4 მეორადი საბურავების, ჯართის, ავტოტრანსპორტის ნაწილებისა და აალებადი/ ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაცია. იურიდიული და მუნიციპალური დასაბუთება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას…
  • 61
    ბეტონის გზა, ახალი ბაღი სოფელ კონჭკათშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის თემში გამორჩეული სოფელია ნაღობილევი, სადაც 700 კაცზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. იგი ძირითადად მთაგორიანია გამოირჩევა სილამაზით, ციტრუსოვანთა ბაღებით და კარგი ადამიანებით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გელა აროშიძესთან ერთად სოფელ ნაღობილევის ცენტრში ყოფნისას გვითხრეს, რომ აქაურები ამჟამად სოფლის ზემოთ, ზეგანში სადაცაა ძირითადად ამ სოფლის მაცხოვრებელთა სავარგულები გზას…
  • 60
    26 მაისს,ოზურგეთის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება.საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება. ავტობუსები 26 მაისს დილიდან 20:00 საათამდე იმოძრავებს და მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნულ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს.
  • 59
    რას უწუნებენ საგზაო კომპანიას მაკვანეთელები_ ათეული წლებია  ვოცნებობდით ჩვენი უბნის მცხოვრებლები, რომ ასფალტირებული გზა გვქონოდა. შარშან გავიგეთ, რომ ტენდერი გამოცხადდა. შემდეგ გზის მშენებლობა დაიწყო. ძალიან გვიხაროდა. როგორც შეგვეძლო, ისე ვაქცევდით ყურადღებას მშენებლებს. გვეგონა ზამთრის დადგომამდე დასრულდებოდა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ვერ მოასწრეს. დეკემბრის ბოლოს, ძალიან ცუდ ამინდების დროს მოიტანეს უხარისხო ასფალტი და დააგეს  ერთი ფენა.(გვითხრეს,…