დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში პროექტ „ჩემი ოჯახის გენიალოგიური ხე” ფარგლებში მონაწილეობა მივიღე, როგორც თანადამფინანსებელმა მოსწავლეების დაჯილდოების პროცესში.პროექტში მონაწილეობა მიიღო 107 ( ასშვიდმა მოსწავლემ ერთი სკოლიდან!!!).
თურქეთელი ქართველის, ბიზნესმენის, საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის ისმედ აჯარი- ვაჭარიძის სტიპენდიები გადაეცათ მოსწავლეებს: ნუცა ანდღულაძეს – პირველი ადგილი, თეა თვალაბეიშვილს – მეორე ადგილი და ჯემიკო დიასამიძეს – მესამე ადგილი. მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ : სკოლის დირექტორი ქალბატონი მზია ვაშალომიძე, პედაგოგები ქალბატონი ლუდმილა შონია, ქალბატონი ფიქრია მაჭარაშვილი , ქალბატონო ნინო მგელაძე და რაც მთავარია პროექტში მონაწილე ასშვიდივე მოსწავლე. დაჯილდოებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ბათუმი – ბეიკოზის დედაენის მასწავლებელმა, საპატიო ქედელმა,ბატონ ისმედ აჯარის მეგობარმა, ქალბატონმა მერი დიასამიძემ, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრმა, პედაგოგმა ქალბატონმა თამარ ხოზრევანიძემ და ამავე სოფლის მკვიდრმა ბატონმა ვანო როყვამ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ლალი სიჭინავას, ჟურნალისტებს, ყველა მონაწილეს , მშობლებს, სკოლის ყველა პედაგოგს და ყველა იმ ადამიანს ვინც მცირედი წვლილი შეიტანა ამ საშვილიშვილო საქმეში. შემდეგი, დაჯილდოვება გაიმართება ქუთაისში 12 ივნისს. _წერს მერაბ კვიცარიძე.
მსგავსი სტატიები
- 64
2025 წელს ქალაქ ოზურგეთში აღინიშნა საქართველოს ეკლესიის მნათობის, დიდი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 წლისთავი. ჩვენი სკოლა წმ. გაბრიელის სახელს ატარებს და იუბილეს აღნიშვნის ინიციატივაც ჩვენ გვეკუთვნის. 2025 წლის დასაწყისში, შემოქმედელი მიტროპოლიტის, იოსების ლოცვა-კურთხევით, ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადოდებლური სკოლის დირექტორის, დეკანოზ იოსების (ნაკაიძე)… - 63
გუშინ, 23 ნოემბერს გასრულდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 წლის საიუბილეო დღეები, რომლის სამზადისში ჩართული იყვნენ ქალაქ ოზურგეთის მერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი,ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, სსიპ- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა; არ გავვრცელდები და მოკლედ ვიტყვი- გაბრიელ… - 62
კომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა, ისინი კვალიფიციურად… - 61
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება… - 61
მომავალ წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საჯარო სკოლა დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს.(დირექტორი ნანა ირემაძე). სოფელ ზოტში 1926 წელს გაიხსნა პირველი დაწყებითი სკოლა, კერძო ოჯახში, სადაც 4 მოსწავლე ირიცხებოდა. 2 წლის წინ ზოტის სკოლაში 140 ბავშვი სწავლობდა. როგორც ამჟამად ამ სკოლის დირექტორის მოადგილე თემურ ართმელაძემ გვითხრა, სკოლაში ამჟამად 105 მოსწავლეა.…