გურიის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დავით დევიძემ, პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა, სამუშაო შეხვედრაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობასა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
გურიის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია, ეტაპობრივად სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები. 2022 წლიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით აზომილია 1 800 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 1 300 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს რეფორმაში ჩართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შესაძლებლობას აძლევს 2025 წლის ბოლომდე, სრულიად უფასოდ აზომონ და დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთი.
მსგავსი სტატიები
- 78
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 76
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის… - 76
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს. აღინიშნა, რომ გენერალური გეგმის მიზანია ქალაქის, როგორც ადმინისტრაციული, ეკონომიკური, ისტორიულ-კულტურული და ტურისტული ფუნქციის გაძლიერება, სოციალური ინფრასტრუქტურისა და სარეკრეაციო სივრცეების მოწესრიგება. პროექტის ფარგლებში,… - 76
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლის და საველე გასასვლელების მოწყობას. პროექტის ფარგლებში, პირველ 6 კილომეტრზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენის დაგება, ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მონტაჟი, მიმდინარეობს საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. აღნიშნული… - 76
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონში დაგეგმილი 28 საბავშვო ბაღიდან 4 ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა და 14 ბაღის სამუშაოებს ასრულებს. დაგეგმილია კიდევ 10 ბაღის სრულად განახლება. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად…