5-8 აგვისტოს, თურქეთის ქალაქ სტამბულში, ევრაზიის თეატრების ასოციაციის პირველი გაფართოებული სესია გაიმართა, რომელშიც უკვე მსოფლიოს 21 ქვეყანაა გაერთიანებული. გაფართოებულ სესიაში მონაწილეობა მიიღო ევრაზიის თეატრების ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პრეზიდიუმის წევრმა, ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ. როგორც ბატონმა ვასილმა გვითხრა: _ფორუმის ფარგლებში განხილული იყო12 ძირითადი საკითხი, რომელთა შორისაა თეატრებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობა, გამოცდილებათა გაზიარება, კოპროდუქციების შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განხორციელება, საზაფხულო სკოლები, ფესტივალების დაგეგვმა და კოორდინაცია.
მომდევნო შეხვედრა მიმდინარე წლის 14 -18 ოქტომბერს შედგება პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში, სადაც კონკრეტულად განხილული იქნება ასოციაციის მიერ განსახორციელებელი გეგმები. მომდევნო წლის მაისში კი მარმარინოსში შედგება საზაფხულო სკოლა, მასტერკლასები და ვორქშოპები ახალგაზრდა მსახიობებისა და რეჟისორებისთვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ვასილ ჩიგოგიძე სათეატრო ხელოვნების სხვა ოსტატებთან ერთად.
მსგავსი სტატიები
- 75დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 62გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 61სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 591918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 58სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…