დღეს, ქ. ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანზე გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება.

მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებები გადასცეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, ახლადარჩეულმა მერმა პაატა კუნჭულიამ და გურიის გუბერნატორმა გიორგი ღურჯუმელიძემ.

აი, ვის მიენიჭა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება:

ქართული კულტურის განვითარებაში, მუსიკალური კულტურის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისა და მომავალი თაობების აღზრდისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ ჯემალ ჭელიძეს;

საგანმანათლებლო სფეროში გაწეული თავდაუზოგავი შრომისა და მომავალი თაობების უანგაროდ აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ქალბატონ ლალი გიგინეიშვილს;

მომავალი თაობების აღზრდაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, პროფესიული ერთგულებისა და ფასდაუდებელი ადამიანური ღირებულებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა_ ქალბატონ თეო (თათული) მგელაძეს;

ქართულ კულტურაში, კინოსა და სატელევიზიო სფეროში უდიდესი დამსახურებისთვის, ოზურგეთის პოპულარიზაციისათვის,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ ელდარ მდინარაძეს.

სამაშველო ოპერაციებში გაწეული კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, თავდაუზოგავი შრომისა და განსაკუთრებული მამაცობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ შოთა მენაბდეს;

სამსახიობო ხელოვნებაში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ქართულ კულტურაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _  ბატონ  გიორგი დოლიძეს;

საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მომავალი თაობების აღზრდისთვის, მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიული ერთგულებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ გრიგოლ ხაჭაპურიძეს;

სამედიცინო სფეროში თავდაუზოგავი მოღვაწეობისთვის, პროფესიონალიზმისთვის,  ჰუმანურობისთვის  და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ ლაშა ზაქარიაძეს;

სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის სახელის პოპულარიზაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ მრავალგზის რეკორდსმენს ბატონ გოდერძი მახარაძეს;

სამართალდამცავ ორგანოში გაწეული უდიდესი წვლილისთვის, სამსახურებრივი ერთგულებისა და თავდაუზოგავი შრომისათვის, საზოგადოების წინაშე დამსახურებული ღვაწლისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ არჩილ სირაძეს;

ქალაქის კეთილმოწყობისა და საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნაყოფიერი საქმიანობისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ  ტარიელ ჟღენტს;

საჯარო სექტორში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის,  საზოგადოების დიდი მხარდაჭერისთვის და პროფესიონალიზმისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ დავით დარჩიას;

ქვეყნის, რეგიონის და კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების  პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის, საქველმოქმედო საქმეებში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა _ ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს.

საპატიო ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით სიტყვებით გამოვიდნენ გურიის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 69
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 65
    ოზურგეთში „ალეგრობა“ გაიმართება22 ოქტომბერს ოზურგეთში „ალეგრობა“ გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „ალეგრობა 2025“ -ის ფარგლებში 15:00 საათიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ჭადრების პარკში გაიმართება:• ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;• გურული კერძების მასტერკლასი და დაგემოვნება;• ღვინის კუთხე და დეგუსტაცია;• საბავშვო გასართობი სივრცე (ანიმატორები, დრამერები, ზღაპრის გმირები, დიდ ეკრანზე მულტფილმების ჩვენება);• ეროვნული…
  • 65
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათას ლარით განისაზღვრა, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია ,,ოზურგეთი საქართველოსთვის“ , ხოლო ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და მხარი არ დაუჭირეს მის დამტკიცებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 26 ხმით დამტკიცდა.
  • 65
    პაატა კუნჭულია აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, მოადგილე ბექა ჩხიკვიშვილთან ერთად საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. პაატა კუნჭულიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებს ოზურგეთში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
  • 63
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…