დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით, ბესიკ ტაბიძე იქნა არჩეული.
საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯომარემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის:
„დღეს მესამე ვადით მოხდა ჩემი საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევა. რაც, ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნოა, თუმცა, უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს. მადლობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობა ჩემს კოლეგებს და ოჯახს მხარდაჭერისთვის. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს გუნდს უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა აქვს. ეს კი საზოგადოების წინაშე განსაკუთრებულ ანგარიშვალდებულებას გვაკისრებს. მზად ვართ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვემსახუროთ ქართველ ხალხს, რაც კეთილდღეობის სწრაფად ზრდაში და იმ სიკეთეებში უნდა აისახოს, რომელსაც თითოეული ჩვენი მოქალაქე თავად იგრძნობს,“ – აღნიშნა ბესიკ ტაბიძემ.
სხდომაზე დღესვე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.
საკრებულოს პირველ სხდომას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ესწრებოდა, რომელმაც საკრებულოს წარმატებები უსურვა და აქტიურული თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.
მსგავსი სტატიები
- 74
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი… - 72
დავით დარჩია საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად საკრებულოს წევრებმა წარადგინა. მან საკრებულოს 43 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა და საკრებულოს მეოთხე ვადით უხელმძღვანელებს.,,მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ოზურგეთელებს მხარდაჭერისა და იმ ნდობისთვის, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის შემდეგ, 2025 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ… - 69
ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათას ლარით განისაზღვრა, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია ,,ოზურგეთი საქართველოსთვის“ , ხოლო ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და მხარი არ დაუჭირეს მის დამტკიცებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 26 ხმით დამტკიცდა. - 68„მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ცხინვალში დაღუპული ფილიპე მგალობლიშვილის სახელი, მშობლიურ სოფელ ერკეთში, ერთერთ ქუჩას მიენიჭა. თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან, ვეტერანებთან და ოჯახის წევრებთან ერთად შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ სამშობლოსათვის თავდადებული მებრძოლი. სიმბოლურია რომ ქუჩის გახსნა ვეტერანთა დღეს დაემთხვა. მადლიერებით ვულოცავ ყველა თაობის ვეტერანს და ჯანმრთელობას ვუსურვებ.“_წერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…
