საკონსტიტუციო სასამართლომ  „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელი გამოაქვეყნა. ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას 88 დეპუტატი ითხოვს. 

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (2004-2012 წლებში) შექმნა და განავითარა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სისტემა, იმავე პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის უფლებების სხვაგვარად ხელმყოფი მრავალი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო. ყოველივე ეს დასტურდება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში (შემდგომ − დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა) ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით.

„ქართული ოცნება“ ითხოვს გაუქმდეს – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფის პრაქტიკის არსებობა, რომელიც 2004-2012 წლებში განხორციელდა, დაადგინა და დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც, რაც მის სხვადასხვა გადაწყვეტილებაშია ასახული”, – ნათქვამია სარჩელში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით , ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ პარლამენტის სარჩელი იმ მოსამართლეს დაეწერა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროკურორი იყო.

SK news.ge

 

მსგავსი სტატიები

  • 91
    ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას...ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული…
  • 91
    „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებადღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და…
  • 89
    პრემიერ მინისტრი ბახმაროში ტრადიციულ დოღს დაესწროსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიას და გურიის სტუმრებს ფერისცვალება და ბახმარობის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, მთავრობის, პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომლებიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. პრემიერმა ბახმაროს პარკში ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. „ბახმარო გამორჩეულია განსაკუთრებული სილამაზით,…
  • 88
    „მოვითხოვ ეროვნულ დიალოგს“გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე.  90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და  ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.  მან საქართველოში…
  • 87
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…

არ გამოტოვოთ