
პიერ ბიდერმანი – გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL -ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი
გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი პიერ ბიდერმანი, ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა ადგილობრივ პროექტებში, რა არის მათი როლი და ფუნქცია.
„საერთაშორისო კონსულტანტებს მაშინ რთავ პროცესში, როცა საჭიროა ცოდნა, გამოცდილება და უნარები, რომლებიც ადგილობრივად ხელმისაწვდომი არ არის და როცა საერთაშორისო სტანდარტებით მშენებლობაა მიზანი. ბახვი ჰესის პროექტმა საერთაშორისო კონსულტანტები ჩართო ბიომრავალფეროვნების კვლევებში, რადგან ბახვი ჰესის გუნდისმიზანისაქმის მაღალი სტანდარტიდ გაკეთება იყო, რაც გარანტირებული იქნებოდასაერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სტანდარტების დაცვით. გარდა ამისა, საერთაშორისო სპეციალისტები ჩაერთვნენ იმ საკითხებში, რომლებიც ადგილობრივმა საზოგადოებამ დააყენა დღის წესრიგში და ეს იყო კუმულაციური ზემოქმედებისა და კლიმატის კვლევების ჩატარება გამოცდილი, მაღალი რეპუტაციისა და სანდოობის მქონე მკვლევარების მიერ. მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი შიში უკავშირდებოდა ბახმაროს კურორტის ჰავაზე პროექტის შესაძლო ზემოქმედებას. საერთაშორისო ექსპერტების მიერ დამატებითი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბახმაროს კლიმატზე გავლენას ბახვი ჰესი ვერ მოახდენს, რამდენიმე მიზეზის გამო: 1) მნიშვნელოვანი დისტანცია და სიმაღლეთა სხვაობა კურორტსა და ჰესის შენობას შორის; 2) ბახმაროს კლიმატის ფორმირებას განაპირობებს ერთის მხრივ შავი ზღვა, მეორეს მხრივ კი რელიეფი და მთათა სისტემა”.
ბახვი ჰესის პროექტის შესწავლა და ახლა უკვე, მშნებელობა მიმდინარეობს როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მკაცრი დაცვით. საერთაშორისო ექსპერტები ჩართულნი იყვნენ როგორც პირველ ფაზაზე, როცა მიმდინარეობდა ბიოლოგიური გარემოს კვლევები, ასევე პროექტის დიზაინის და შემდეგ უკვე, მისი მშენებლობისეტაპზეც. საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებული გარემოს მრავალფეროვნების, კლიმატის, კუმულაციური ზემოქმედების თუ ხარჯ-სარგებლიანობის კვლევების გათვალისწინებით, რომლებიც ჩაატარეს მსოფლიოში აღიარებულმა ფრანგმა და ბრიტანელმა ექსპერტებმა, მოხდა მშენებლობის პროექტირება და შემდეგ უკვე კონკრეტული სამუშაოების შესრულება. მშენებლობისეტაპზეც, უცხოელი ექსპერტები წელიწადში რამდენჯერმე, მონიტორინგის ჩატარების მიზნით სტუმრობენ ბახვი ჰესს და ამოწმებენ გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შესრულებას. მოცემული გეგმის აღსრულება ემსახურება საპროექტო არეალში და მის მიმდებარედ არსებულ სოფლებში პროექტით გამოწვეული შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შემარბილებელი ღონისძეიბების გატარებას.
ვიდეო იხილეთ ამ ბმულზე:
მსგავსი სტატიები
- 96
30.20.2025 პიერ ბიდერმანი - გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL -ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი ბახვი ჰესის ინიციატივით მომზადდა ვიდეო ინტერვიუების სერია პიერ ბიდერმანთან, რომელიც გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტია. 2021 – 2022 წლებში ის, როგორც დამოუკიდებელი, მოწვეული ექსპერტი, აწარმოებდა ბახვი ჰესის… - 93
#ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს ბახვი ჰესის სამშენებლო მოედანიოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მდინარე ბახვისწყლის ხეობაში განლაგებული ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ ჰიდროელექტროსადგურები მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა. ბახვი 2ბ სადგურისმშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს აგრეგატების სამონტაჟო სამუშაოები. წლის ბოლოს სამივე სადგურის ძირითადი სამუშაოების დასრულებაა გეგმაში. ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მრჩეველთა… - 93
„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ. … - 93
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა და 2025 წლის მაისიდან მესამე ეტაპი იწყება. პროექტის „ვისწავლოთ, ვიმუშავოთ, ვიმოქმედოთ ერთად” დასკვნითი ღონისძიება ჩოხატაურში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროექტის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა შეაჯამეს გასული წლის საქმიანობა და მესამე ეტაპის… - 91
