„ქალაქ ოზურგეთში კინოთეატრის რეაბილიტაცია დაიწყება“ ამ სათაურით 2017  წლის 5 აპრილს, 17 საათსა და 25 წუთზე iREGIONS. gE დაიდო ვრცელი ინფორმაცია ქ. ოზურგეთში კინოთეატრის რეაბილიტაციის შესახებ. ამის შემდეგ დაიწყო ქ. ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში (ყოფილი ქალაქის მერია) თოჯინების თეატრისათვის დარბაზის სარემონტო სამუშაოები (ჩაიდგა მეტალოპლასმასის ფანჯრები, იწყებდნენ იატაკის გამაგრების სამუშაოებს),რომელიც შემდეგ გაურკვეველი მიზეზით შეჩერდა.

მას შემდეგ, რაც ავთანდილ თალაკვაძე ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი გახდა, კულუარებში დაიწყო საუბარი ქალაქის ცენტრის ისტორიული შენობების ( კინოთეატრი, ქალაქის მერიის შენობა, „ლიბერთი ბანკი“) დანგრევის შესახებ. სამწუხაროდ წინა მერი ნაკლებად კონტაქტობდა ადგილობრივ მედიასთან (4 წლის განმავლობაში ერთხელაც არ გაუმართავს არანაირი ბრიფინგი, ან პრესკონფერენცია)  ხოლო გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციებს ვერ ვღებულობდით.

2023 წლის 12 თებერვალს, ღამით, დღმდე დაუდგენელმა პირებმა გაზეთ „ალიონის“ ოფისში გააჩინეს ხანძარი, რისთვისაც მათ ე.წ. მოლოტოვისა კოქტეილები გამოიყენეს.რომელიც აალებადი სითხით იყო სავსე. გარდა ამისა, ასევე შემოაგდეს საწვავით სავსე ორ ლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლი, რათა ხანძარი გავრცელებულიყო და ზიანი ყოფილიყო მასშტაბური. აღნიშნულ შენობაში გარდა „ალიონის“ რედაქციისა, არის სტატისტიკის გურიის სამმართველო,  განათლების მუშაკთა პროფკავშირები, „გურიის მოამბის“ რედაქცია, და სხვა. ადრე შენობიდან დაქირავებულ ოფისში გადაიყვანეს ოზურგეთის ბაღების გაერთიანება, რომელსაც მუნიციპალიტეტი  ყოველწლიურად ქირავნობის სოლიდურ თანხას უხდის.

გაზეთ „ალიონში“ მომხდარ ხანძრის გაჩენის საქმეზე  შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის #056120224001საქმეზე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენის მიზნით  დაიწყო გამოძიება, ხოლო 2024 წლის 3 მარტის ბრძანებით შპს გაზეთი „ალიონი“ ცნობილინ იქნა დაზარალებულად…

ახლა 2017 წელს გამოქვეყნებულ კონკრეტულ სტატიას გავეცნოთ.

დღეს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე “გოსფილმოფონდი”-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს სავკინა გალინას, მთავარ ინჟინერს სერგეი მელნიჩუკს და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს – მიხაილ ვასინის და სვეტლანა დმიტრიევას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

ვიზიტის მიზანს ქალაქ ოზურგეთში კინოთეატრში ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა წარმოადგენდა. “გოსფილმოფონდი”-ს წარმომადგენლებმა ქალაქის მერთან ერთად კინოთეატრის შენობა დაათვალიერეს და შენობაში არსებულ სიტუაციას დეტალურად გაეცნენ.

“მოხარული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში კონოთეატრის რეაბილიტაცია დაიწყება. სტუმრები შენობაში არსებულ სიტუაციას უკვე გაეცნენ და ძალიან საინტერესო გეგმები დასახეს, რისი განხორციელების შემდეგაც, ქალაქ ოზურგეთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონოთეატრი ექნება. წარმოდგენილი იქნება არა ერთი, არამედ სამი კონოდარბაზი, ასევე, სივრცე პატარებისათვის მულტიპლიკაციური ფილმების სანახავად. ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ახალგაზრდების ერთ-ერთი ძირითადი თხოვნა კინოთეატრის აღდგენა გახლდათ. გამომდინარე აქედან, განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ მათი ეს სურვილი მალე რეალობად იქცევა. სახელმწიფო თეატრი და ფოლკლორის ცენტრი რეაბილიტაციის პროცესშია, მალე კინოთეატრის გარემონტებაც დაიწყება. ამ სამი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებით, ჩვენ, ფაქტობრივად, ისტორიულ პროცესს ვახორციელებთ. ვხედავთ, რომ ქალაქის ცენტრალური ნაწილი აბსოლუტურად იცვლება”, – აცხადებს ბეგლარ სიორიძე.

2016 წელს “გოსფილმოფონდი”-სა და საქართველოს კინოცენტრს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საბჭოთა პერიოდში (1921-91 წლები) შექმნილი ქართული ფილმების საწყისი მასალების დამზადება და საქართველოსთვის მათი ეტაპობრივად გადმოცემა უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპის განხორციელების შემდეგ, როდესაც სამშობლოში 4 ქართული ფილმი ჩამოვიდა, პროექტის პრეზენტაციაზე საქართველოში ვიზიტით ფილმსაცავის გენერალური დირექტორი ნიკოლაი ბოროდაჩევი იმყოფებოდა, რომელმაც გამოთქვა სურვილი “გოსფილმოფონდს” თავისი რესურსით აღედგინა რომელიმე რეგიონული კინოთეატრი. არჩევანი ოზურგეთის კინოთეატრზე გაკეთდა.“ _აღნიშნულია წერილში.

ჩვენი ამჟამინდელი სტატია გაცნობითი ხასიათისაა. გაზეთ „ალიონის“ რედაქტორი ქალაქის ისტორიული შენობების ბედზე ორჯერ გამოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე და ცდილობს ხმა მიაწვდინოს საზოგადოებას _რა იგეგმება ოზურგეთში. ბოლშევიკების (კომუნისტების) ზეობისას და შემდეგაც იყო რამდენიმე ნგრევა-ხელოვნური ხანძრის პრეცედენტი, რომელმაც ოზურგეთს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

ჩვენ, ამ თემაზე მომავალში უფრო სრულყოფილ სტატიას მოგაწვდით. ამჟამად გვინდა შეკითხვა დავუსვათ ჩვენს დეპუტატს საქართველოს პარლამენტში ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ დავით დარჩიას, საზოგადოებას უპასუხონ, რასაც კულისებში საუბრობენ ჭორია თუ სინამდვილე. რას უპირებენ ოზურგეთის ისტორიულ ცენტრს? აღადგენენ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სტატუსს მიანიჭებენ თუ ვინმე ნაცნობ „ბიზნესმენს“ მიჰყიდიან, გასართობი ცენტრის, თუ  სავაჭრო ობიექტების ასაშენებლად?

იმედია ამ თემაზე საუბარს, ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში მყოფი სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად, ბატონ პაატა კუნჭულიასთანაც შევძლებთ.

იქნებ ერთად, ერთიანი აზრით გადავარჩინოთ ოზურგეთის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 74
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 72
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 69
    ვახტანგ ღლონტი – 70  70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…
  • 68
    ოზურგეთის კლინიკაში „გოლიათი“ ბავშვი დაიბადა.ოზურგეთის კლინიკაში „გოლიათი“ ბავშვი დაიბადა. პატარა „გოლიათი“ 5 კილოგრამსა და 800 გრამს იწონის. ინფორმაციას კლინიკის დირექტორი დავით მდინარაძე ავრცელებს.
  • 68
    სახალხო დამცველი _მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…

არ გამოტოვოთ