გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
წმინდა გაბრიელი (ქიქოძე) 1825 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში დაიბადა. მთელი ცხოვრება საქართველოში ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას, განათლების მხარდაჭერასა და ქველმოქმედებას მიუძღვნა. განსაკუთრებულად მდიდარია მისი მოღვაწეობა ქართული ენის დაცვისა და ეროვნული ცნობიერების წინსვლის მიმართულებით. მის დროს აშენდა და აღდგა 200-ზე მეტი ტაძარი, ხოლო ქვეყანაში დაფუძნდა ასამდე სამრევლო სკოლა, ქალთა სასწავლებელი და სასულიერო სემინარია.
ღონისძიების ფარგლებში, ბახვის წმინდა გაბრიელის სახელობის ტაძარში აღევლინა წმინდა მღვდელმთავრისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა. ბახვის საჯარო სკოლაში კი გაიმართა სემინარი მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ, ხოლო ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
მსგავსი სტატიები
- 72
- 72
გაზეთი „ალიონი“ 2026 წელს (#7,#11)წერდა ლევილის ქართულ მამულში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ, თუ როგორ არ სრულდებოდა საქართველოს მთავრობასთან ლევილის დარბაზში ხელმოწერილი შეთანხმება „ვალდებულებით ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის (ჩუქების) შესახებ“. ტიერი ბერიშვილი თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის პროცესში და, როგორც ფირცხალავებისა და რამიშვილების ოჯახების წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა 2016 წლის… - 72
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ… - 68
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის… - 67
ოცდამეცხრე-ოცდამეათე წერილი ავტორი: გია ბეშიტაიშვილი 1983 წლის სექტემბრიდან ოჯახის გადაწყვეტილებით და მამის თხოვნით, ჩვენი ბავშვები ტატიანასთან ერთად კიდევ ერთი წლით დარჩნენ მახარაძეში. იამ და მანანამ სწავლა გააგრძელეს მახარაძის რუსულ სკოლაში. პატარა კაკო მაშინ იყო ოთხი წლის! მინდა გავიხსენო ერთი მაშინდელი…
