ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალური საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ქ. ქუთაისში შეიკრიბა. გასვლით სხდომაზე, ბახვი ჰესის დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა შეაფასა პროექტის მიმდინარეობა და ისაუბრა გამოწვევებზე რომლებიც დაძლეულია და  5 წლიანი განვითარების გზაზე მიღწევებად გარდაისახა.

„მნიშვნელოვანი იყო ბახვი ჰესის განვითარების თითოეული ეტაპი ჩვენთვის. პირველი, რითაც დღეს შემიძლია ვიამაყო, შესრულებული დაპირებაა, დაპირება რომელიც გავეცით 2021 და 2022 წლებში. ის, რომ ჩვენ ადამიანების ნდობა გავამართლეთ, ყველაზე დიდი მიღწევაა ჩვენთვის. უკან რომ ვიხედებით, ვფიქრობთ, რომ ბახვი ჰესი გარდა თანამედროვე ჰიდროელექტროსადგუროსა, ერთი საინტერესო ამბავია ადამიანურ ურთიერთობებეზე“,_  განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა, ბახვი ჰესის დირექტორმა.

ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მოისმინეს ბახვი ჰესის ტექნიკური დირექტორის, არჩილ ძნელაძის პრეზენტაციას, რომელიც მშენებლობის ბოლო ფაზას აღწერდა. ასევე, გაეცნენ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტების აღსრულების მიმდინარეობას. აღსანიშნავია, რომ2024-2025 წლებში 44 კვლევა ჩატარდა, ხოლო 2021–2025 წლებში კი, შესრულდა 15 სოციალური პროექტი, საიდანაც 4 ინფრასტრუქტურული, 7 საგანმანათლებლო, 2 მცირე მეწარმეების გაძლიერების და 2 პროექტი შშმ პირების და მათი მშობლების მხარდამჭერია.

„თითოეული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან პირდაპირი სარგებლის მომტანი იყო აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ჩვენი სოციალური პროგრამის სიკეთეები გავრცელდა დაახლოებით 1000 ადამიანზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ სიკეთის თანაბრად და სამართლიანად გადანაწილება, რაც მგონი შევძელით და კარგადაც გამოგვივიდა. როცა სოციალურ პროექტებს ახორციელებ, სარგებელი საზოგადოებამ უნდა მიიღოს და არა მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფმა. სწორედამ პრინციპის გათვალისწინებით, ავირჩიეთ საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიზნესის დახმარება, სწორედ ამიტომ მოხვდნენ ჩვენს პროექტებში ამ სოფლებში მცხოვრები შშმ პირები და მათი ოჯახები“ – აცხადებს დავით კობერიძე, ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერი.

მსგავსი სტატიები

  • 90
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა2024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.…
  • 89
    მრჩეველთა საბჭოს წევრები ბახვი ჰესის პროექტის მიმდინარეობაზე  #ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს ბახვი ჰესის სამშენებლო მოედანიოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მდინარე ბახვისწყლის ხეობაში  განლაგებული ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ ჰიდროელექტროსადგურები მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა. ბახვი 2ბ სადგურისმშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს აგრეგატების სამონტაჟო სამუშაოები. წლის ბოლოს სამივე სადგურის ძირითადი სამუშაოების დასრულებაა გეგმაში. ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მრჩეველთა…
  • 88
    „ვიამაყებთ იმ ფაქტით, რომ 21-ე საუკუნის 20-იან წლებში მხარდამხარ ვმუშაობდით ბახვი  ჰესის მშენებლობაზე“ -  ინტერვიუ ბახი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან  ბატონო გიორგი, წელსაც, არ ვარღვევთ ტრადიციას და წლის დასაწყისში გვსურს, ბახვი ჰესის პროექტის შესახებ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ ვითარდება პროექტი? პირველ რიგში, მინდა ჩვენს თითოეულ მკითხველს მივულოცო შობა და ახალი წელი. ძვირფასო მკითხველებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას. როგორც უკვე იცით, ჩვენ მთისპირელებთან…
  • 87
    ბახვი ჰესი - პასუხისმგებლიანი ბიზნესი30.20.2025 პიერ ბიდერმანი - გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL -ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი ბახვი ჰესის ინიციატივით  მომზადდა ვიდეო ინტერვიუების სერია პიერ ბიდერმანთან, რომელიც გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტია. 2021 – 2022 წლებში ის, როგორც დამოუკიდებელი, მოწვეული ექსპერტი, აწარმოებდა ბახვი ჰესის…
  • 87
    ბახვი ჰესი _ ჩვენ შევასრულეთ დანაპირები  ბახვი ჰესის ვიდეოსიუჟეტების სერიის ფარგლებში, წარმოგიდგენთ სიუჟეტს, სადაც მაყურებელინახავს თუ რა სტანდარტით, როგორი ენთუზიაზმითა და თავდადებით შენდება ბახვი ჰესის პროექტი. ბახვი ჰესი მოიცავს საშუალო და მცირე ზომის სამ ჰიდროელექტროსადგურს - ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ. პროექტი ხორციელდება მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მშენებლობის პერიოდი 2021 –…