ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ მთისპირში, თამუნა შავაძეს შეხვდა.
მერმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა, როგორც კოორდინაციის, ისე სერვისების მიწოდებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით.
„მუნიციპალიტეტში მოქმედი პროგრამები შშმ პირებს უზრუნველყოფს, როგორც სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებით, ისე სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისებით, რომლებიც მათი ჩართულობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ემსახურება.“ – აღნიშნა პაატა კუნჭულიამ.
მუნიციპალიტეტის მერმა თამუნა შავაძეს სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა.
სოფელ მთისპირში ასევე იმყოფებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფო რამიშვილი, მერიისა და საკრებულოს წევრები.

მსგავსი სტატიები

  • 72
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 68
    პაატა კუნჭულია აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, მოადგილე ბექა ჩხიკვიშვილთან ერთად საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. პაატა კუნჭულიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებს ოზურგეთში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
  • 68
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიესდღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ ბერძენიშვილი აირჩიეს. კენჭისყრა ჩატარდა საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად (ფარული კენჭის ყრა) ბიულეტენების გამოყენებით. საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 36 წევრი. ხმა მისცა 35-მა წევრმა, ხოლო საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მაია რამიშვილმა („ძლიერი საქართველო-ლელო“)…
  • 68
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…
  • 67
    26 მაისს,ოზურგეთის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება.საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება. ავტობუსები 26 მაისს დილიდან 20:00 საათამდე იმოძრავებს და მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნულ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს.