
ბახვი ჰესის ვიდეოსიუჟეტების სერია გრძელდება. ამჯერად, წარმოგიდგენთ სიუჟეტს, სადაც მაყურებელი მოისმენს და ნახავს თუ რა გავლენა მოახდინა პროექტის მიერ სოციალური პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა.
2021 – 2025 წლებში ბახვი ჰესმა განახორციელა სოფლის გზების რეაბილიტაცია მთისპირიში, უკანავაში, ოქროსქედში, ვანისქედისა და ჩხაკაურაში; ვანისქედში მოვაწყვეთ წყლის სისტემა. 2022 წელს ჩვენს პარტნიორთან USAID-ის ენერგეტიკული მომავლის პროგრამასთან ერთად ბახმაროშიდავამონტაჟეთ ენერგოეფექტური ლედ განათების სისტემა;
ჩვენი სოციალური პროექტებით პირდაპირი სარგებელი მიიღო: ბახმაროს მაცხოვრებლებმა და ბახმაროს ათასობით დამსვენებელმა;მთისპირის, უკანავას, ვანისქედის, ოქროსქედის და ჩხაკაურას გზების რეაბილიტაციით 500-მდე პირმა; წყლის სისტემა გავიყვანეთ ვანისქედის 47 ოჯახში.
ზრუნვა, ჩვენი მთავარი მამოძრავებელიაპროექტების დაგეგმვასა და განხორციელების დროს.
ვიდეოს ბმული:
მსგავსი სტატიები
- 73
ბატონო გიორგი, წელსაც, არ ვარღვევთ ტრადიციას და წლის დასაწყისში გვსურს, ბახვი ჰესის პროექტის შესახებ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ ვითარდება პროექტი? პირველ რიგში, მინდა ჩვენს თითოეულ მკითხველს მივულოცო შობა და ახალი წელი. ძვირფასო მკითხველებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას. როგორც უკვე იცით, ჩვენ მთისპირელებთან… - 73
2024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.… - 73
30.20.2025 პიერ ბიდერმანი - გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL -ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი ბახვი ჰესის ინიციატივით მომზადდა ვიდეო ინტერვიუების სერია პიერ ბიდერმანთან, რომელიც გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტია. 2021 – 2022 წლებში ის, როგორც დამოუკიდებელი, მოწვეული ექსპერტი, აწარმოებდა ბახვი ჰესის… - 72
#ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან.ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მთისპირის თემს. ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წლიდან. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს. ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50% … - 72
#ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს ბახვი ჰესის სამშენებლო მოედანიოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მდინარე ბახვისწყლის ხეობაში განლაგებული ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ ჰიდროელექტროსადგურები მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა. ბახვი 2ბ სადგურისმშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს აგრეგატების სამონტაჟო სამუშაოები. წლის ბოლოს სამივე სადგურის ძირითადი სამუშაოების დასრულებაა გეგმაში. ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მრჩეველთა…