28 სექტემბერს,ქ. ოზურგეთში, ექადიის ტყე-პარკში, ჯვართამაღლების მამათა მონატრის მიმდებარედ, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული საჩხერის აგროკომპლექსის საშენიდან ჩამოყვანილი 50 კოლხური ხოხობი გაუშვეს ველურ ბუნებაში.
ამ აქციის იდეის ავტორი გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის დამფუძნებელი ენვერ კომახიძე იყო. ამ იდეის განხორციელებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ადიკო ივანიშვილმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა.
საჩხერედან ხოხბები მამათა მონასტრის ტერიტორიაზე გუშინ ჯვართამაღლების დღესასწაულის დღეს მიიყვანეს.
კოლხური ხოხობის გაშვებიდან ექადიის ტყე-პარკში 4 თვეზე მეტი გავიდა. საზოგადოება, ექადიის ჯვართამაღლების ეკლესიის მრევლი დადებითად შეხვდა ამ ფაქტს. კოლხური ხოხობი ნელ-ნელა შეეჩვია ტყე-პარკის კლიმატს. მასზე მიდმივად ზრუნავს მამა ნოე და ენვერ კომახიძე.
სამწუხაროდ, იყო ფაქტი, როცა მონადირეები დააფიქსირეს ტყე-ოაკის ტერიტორიაზე.
მონადირეების განმარტებით ისინი ბოლოშავზე ნადირობდნენ.
იმედია გარემოს დამცველები მეტად გააქტიურდებიან და საზოგადოება მიითებს პასუხს კითხვაზე _ მათ მოვალეოაში შედის თუ არა ტყე-პარკის ტერიტორიაზე ბრაკონიერების გამოვლენა.
მამა ნოე ამბობს, რომ იმედი აქვს ადგილობრივი მოსახლეობა და შესაბამისი სამსახურები იზრუნებენ ველურ ბუნებაში გაშვებული ხოხბების დასაცავად.
მსგავსი სტატიები
- 67
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ… - 66
ავტორი: ნუგზარ ასათიანი თამარ მელიქაძისა და ხარიტონ ჯინჭარაძის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ვერ გადაურჩა გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების სუსხს. 13 წლის წინ ამ ოჯახის უკანასკნელი წევრი გარდაიცვალა. დარჩა ლამაზი მოგონებები და სევდიანი ისტორია, რომლის გადმოცემას 10 წელზე მეტია ვლამობ... … - 65
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის… - 65
რა ითქვა ჩოხატაურში კომპანია „ორბი ჯგუფის“მიერ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრაზე 28 მარტს,ჩოხატაურისმუნიციპალიტეტში, ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში,კომპანია„ორბიჯგუფმა“ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი პროექტის დეტალური პრეზენტაცია და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, პირდაპირი დიალოგის წარმოება იყო.… - 64
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…