ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით შარაშიძე დაკავებულია. ის ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც პროკურატურის მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა.
„სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვლა.
საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
 სამართალდამცველებმა ბრალდებული ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში

მსგავსი სტატიები

  • 68
    ოზურგეთელებს კახაბერ კვაჭანტირაძეს და სიმონ მახარაძეს სხვა 14 პირთან ერთად, პროკურატურამ ბრალი წარუდგინასაქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის, ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. პასუხისგებაში მიცემული 16 პირიდან, მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილი იქნება გამონაკლისი, რომლის მიმართაც უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით…
  • 67
    ოზურგეთის რესტორანში პოლიციელის ცემის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს_2006 წელს დაბადებულ ლ.ჩ-ს და 1997 წელს დაბადებულ დ.ს-ს ოზურგეთის რაიონული სასამაროს  მოსამართლე ია ბარამიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა. პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი  თავმჯდომარე 28 იანვარს დააკავეს. აღნიშნულ ორ პირზე კი ძებნა იყო გამოცხადებული. ისინი 31…
  • 65
    პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ბრალდება წარუდგინასაქართველოს პროკურატურამ „ძლიერი საქართველოს“ წევრ ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორ პროკურატურაში აცხადებენ, საქმე ეხება „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2…
  • 65
    ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს, 30 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა.„მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველას მიმართ. არასდროს ნასამართლევი არ ვყოფილვარ და ადმინისტრაციული დარღვევაც არ მქონია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი, ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ, რაც გავაკეთე, მაგრამ ჩემს ნაცხოვრებს და განვლილ პერიოდს თუ…
  • 64
    მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდასაქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკვლის მიზნით დაზარალებულს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად…