საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „აი ფაქტის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყულევის ნავსადგურში შემოსული გემის SILVAR (IMO 9291262) თითქოს „საეჭვო” ისტორიის შესახებ, „არ შეესაბამება სიმართლეს, არის მორიგი დეზინფორმაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის“ გაგრძელება.

სატრანსპორტო სააგენტო აღნიშნავს, რომ გემი ოპერირებს სამართლებრივად გამართულ და კონტროლირებად სისტემაში – ჰყავს იდენტიფიცირებული მფლობელი და ოპერატორი, ფლობს მოქმედ კლასს Lloyd’s Register (გაერთიანებული სამეფო) და უზრუნველყოფილია მოქმედი P&I და Hull & Machinery დაზღვევით.

გემს გავლილი აქვს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შესახებ პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმის შემოწმება სკაგენის საღუზე რაიონში, დანიის სამეფო (Paris MoU რეგიონი) 2025 წლის 05 დეკემბერს და არ ყოფილა დაკავებული.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ჩატარებული რამდენიმედონიანი შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა სანქციური ან სამართლებრივი შეზღუდვები (გაერო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი).

2025 წლის განმავლობაში გადაადგილდება: ეგვიპტის, სინგაპურის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, ჩინეთის და რუსეთის ნავსადგურებში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და ოფიციალური ფაქტების იგნორირებაზე დაფუძნებული ინტერპრეტაციები მიზნად ისახავს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, რაც მიუღებელია.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება და ვერ იქნება გამოყენებული საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილების მიზნით და ყველა პროცედურა სრულად შეესაბამება მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს“, – წერია განცხადებაში.

მსგავსი სტატიები

  • 84
    გომისმთის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობსგომისმთის გზის თოვლისაგან და ზვავისგან გაწმენდა დაიწყო   . მერაბ სანიკიძის ფოტოები
  • 82
    (მგზავრის სარვამარტო  ჩანაწერი) მიუხედავად  ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის  დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
  • 78
    საქართველოს ნაკრები 1/8 ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება30 ივნისს, კიოლნში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება ევრო 2024. 1/8 წყვილი ესპანეთი-საქართველო გერმანია-დანია პორტუგალია-სლოვენია საფრანგეთი-ბელგია რუმინეთი-ნიდერლანდები ავსტრია-თურქეთი ინგლისი-სლოვაკეთი შვეიცარია-იტალია
  • 78
    რიკოთის უღელტეხილზე ამჟამად მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობსსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, დროებით შეზღუდული იყო. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.  
  • 78
    სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტება, შორ მანძილზე მხოლოდ ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის რეფორმის გადავადებასთან დაკავშირებითსახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, შორ მანძილზე მხოლოდ ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის რეფორმის გადავადება, დაკავშირებულია გადამყვანებისთვის ავტოპარკის განახლებისთვის საჭირო დროის მიცემასთან.  სააგენტოს განმარტებას უცვლელად გთავაზობთ: „2026 წლის 1 იანვრიდან, მგზავრთა გადაყვანა დიდ ქალაქებსა და 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მხოლოდ M3 კატეგორიის,…