შინაგან საქმეთა სამინისტროს განახლებული მონაცემებით ირკვევა, რომ 2025 წელს სახელმწიფომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 552 ახალი სათვალთვალო კამერა დააყენა.

ახალი კამერების მესამედზე მეტი, 200 კამერა თბილისზე მოდის. თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტი ახალი კამერა ოზურგეთში დამონტაჟდა.

2025 წელს წინა წელთან შედარებით სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული უფრო ნაკლები ახალი სათვალთვალო კამერა დაემატა საჯარო სივრცეებს – 2024 წელს ახალი კამერების რიცხვი ათასს აღწევდა.

 

მსგავსი სტატიები