კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 128 ადამიანი, მათ შორის 115 ჯარისკაცი იმყოფებოდა , – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის, პედრო სანჩესის ცნობით, Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ქვეყნის სამხრეთში, პერუს საზღვართან ახლოს განიცადა. სულ მცირე 66 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
როგორც Reuters-ი წერს, 4 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ხოლო ათობით დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
სანჩესის განცხადებით, თვითმფრინავი, რომელსაც კოლუმბიის შეიარაღებული ძალების სამხედროები გადაჰყავდა, ქალაქ პუერტო-ლეგისამოდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა.
ცნობისთვის, Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა კოლუმბიის სამხრეთში, პერუს საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ პუერტო-ლეგისამოში აფრენისას განიცადა.
ერთ-ერთმა მეხანძრემ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ჩამოვარდნის შედეგად თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და ბორტზე არსებული გარკვეული სახის ასაფეთქებელი მოწყობილობები აფეთქდა.
ავიაკატასტროფის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: NEVSMANIA
მსგავსი სტატიები
- 77
რუსეთში დათვების დასახლებულ პუნქტებში გამოჩენისა და ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 29 წლის სნეჟანა კოროლევას ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომელიც დათვის თავდასხმას ემსხვერპლა. ის ალთაიში ისვენებდა - შეყვარებულთან, ივანთან ერთად, ტყეში იმყოფებოდა, როდესაც დათვი დაესხა თავს. მტაცებელმა ქალი მდინარისკენ წაათრია. მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე მისულმა მონადირეებმა გოგონას გადარჩენა… - 74
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გერმანიის მოქალაქეა. მედიას „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ერთ-ერთ… - 73
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ბურსას მიმდებარე ტყიან მთებში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. შედეგად, 3 500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მთავრობამ ორი პროვინცია, იზმირი და ბილეჩიქი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა, ხანძარი იყო ანტალიის პროვინციაშიც. დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ბურსას მერის, მუსტაფა ბოზბეის, განცხადებით, ერთ-ერთი მეხანძრე სამუშაოს შესრულებისას გულის შეტევით გარდაიცვალა. გუბერნატორის ადმინისტრაციამ კვირას განაცხადა,… - 73
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ. ნაპოვნია მხოლოდ ავტომობილი. სამძებრო სამუშაოებში მთელი სოფელია ჩართული. „ტვ პირველი“-ს ინფორმაციით, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, წვიმიანი ამინდის გამო კი, ავტომობილი მოცურდა, რის შემდეგაც მდინარეში გადავარდნენ. „ორი ბიჭი და ერთი გოგო იყვნენ. ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ ახლა,… - 73
კანადაში, კვებეკის პროვინციაში, ქალაქ მონრეალიდან 50 კილომეტრში კერძო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე მისულ მაშველებს საჰაერო ხომალდი ცეცხლმოკიდებული დახვდათ. ტრაგედია პატარა ქალაქ სენტ-ბრიჟიდ-დ'იბერვილში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში შაბათს ნაშუადღევს, ადგილობრივი დროით 14:30 საათის შემდეგ შევიდა შეტყობინება ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ვერტმფრენის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის…