26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს შემოქმედებით კონკურსს ,,მთიები,“ რომელიც ჩატარდება:
მხატვრულ ლიტერატურაში – პროზა, პოეზია;
სახვით ხელოვნებაში – ფერწერა, გრაფიკა, გობელენი და სხვა;
მხატვრულ კითხვაში .
კონკურსის თემაა – ,,ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!“

კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ 14-29 წლამდე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
კონკურსის მიზანია, ხელი შეეწყოს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენასა და მათ პოპულარიზაციას;

კონკურსანტებმა მასალები უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად,
შემდეგ ელ მისამართზე : mtiebi2021@gmail.com
განაცხადები მიიღება – 22 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.

პროზასა და პოეზიაში – ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს: Word- ის დოკუმენტით, ქართულ ენაზე, შრიფტის ზომა 12, Sylfaen.

სახვით ხელოვნებაში – ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იქნას მატერიალურად, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში, ნებისმიერ მასალაზე (ტილო, მუყაო და ა.შ.) მოცულობა არაუმეტეს 80-60სმ. ასევე კონკურსანტის განაცხადი შესაბამისი დოკუმენტაციითა და ნამუშევრის ფოტოთი, წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად.

კონკურსანტების ნამუშევარს თან უნდა ერთვოდეს განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი) კონკურსანტის საკონტაქტო ინფორმაცია, ტელ. ნომერი და ელ.ფოსტა;

საკონკურსო განაცხადი მიღებულად ჩაითვლება, ორგანიზატორის დადასტურების მიღების შემთხვევაში, მითითებულ ელ.ფოსტაზე.

გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება, საკონკურსო ნამუშევრების მიღების დასრულებიდან, 5 დღის ვადაში.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოთი, პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე.

კონკურსის მხარდამჭერი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რისთვისაც იგი მუნიციპალიტეტის მერიას აწვდის ინფორმაციას, მხარდაჭერის შესახებ.

კონკურსის ორგანიზატორია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

მსგავსი სტატიები

  • 93
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 93
    შობა-კალანდა გურიაში(გაგრძელება. დასაწყისი იხ.  https://alion.ge/2025/12/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99/)                                            კალანდა გურიაში ახალ წელს კალანდას უწოდებენ და მას თოფების გასროლით ხვდებიან., სიტყვა  კალანდა ლათინური სიტყვა კალანდედან  წარმოდგება და თვის პირველ რიცხვს ნიშავს. კალანდის შესახვედრად აუცილებელი…
  • 91
    ისევ ალეგრობის შესახებ„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო  დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო  სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის  მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი  ბევრი კულტურული ღონისძიების  წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ  ისიც, რომ   ოზურგეთის…
  • 88
           შობა-კალანდა გურიაში       „ცხოვრებაში დიდი  პოეზია შემოჰქონდა  ზამთრის დღესასწაულებს, შობას აუცილებლად  ღვეძლებით უნდა შევხვედროდით, ეს იყო ნამგალა  მთვარის მსგავსი ხაჭაპური, რომელსაც ყველის გარდა  მაგრად მოხარშული, ბოლში გამოყვანილი , ორად გაჭრილი კვერცხები  ჰქონდა ჩატანებული,ასე, რომ მისი  ზედაპირი ალაგ-ალაგ  ამობურცული იყო, კალანდას აგუნათი  და ჩიჩილაკებით ვეგებებოდით. ეს ჩიჩილაკები ახალი წლის წინა დღით ირთვებოდა  სუროთი,…
  • 86
    თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართათაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…