დღეს დილით, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 43-ე სართულიდან კაცი გადმოვარდა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ინფორმაცია მომხდარის შესახებ ორგანიზაცია „ლატერნატივამ“ და “აჭარა თაიმსი” გაავრცელეს.
„აჭარა თაიმსი“ ასევე წერდა, რომ ეს ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე კერძო კომპანიის აპარტამენტებიდან ადამიანის გადმოვარდნის პირველი შემთხვევა არაა.
როგორც შემდეგ გახდა ცნობილი,გარდაცვლილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მცხოვრები მინდია ტუნაძეა, პროფესიით არქიტექტორი. როგორც წერენ , ტრაგედია სკოლის დამთავრებიდან წლების შემდეგ გამართულ თანაკლასელების შეხვედრაზე – ე.წ. „ბანკეტზე“ მოხდა.
_კეთილშობილი,ზრდილი, უსაშველოდ მორიდებული… ბევრი საქებარი სიტყვის თქმა შემიძლია მინდიაზე. ბიჭი, რომელიც დააკლდება არა მარტო ნასაკირალს. კარგი ბიჭი, რომელმაც ყველას დაწყვიტა გული. ბავშვობიდან მოყოლებული მოკრძალებულ ღიმილიანი მახსოვხარ და ასეთად დარჩები – ბიჭი სიკეთე და ბიჭი თავაზიანობა. მშვიდი სასუფეველი მოგცეს…_წერენ ნასაკირალელები მინდია ტუნაძის შესახებ.
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია უსამძიმრებს მინდია ტუნაძის ოჯახის წევრებს და ახობლებს.
მსგავსი სტატიები
- 75
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გერმანიის მოქალაქეა. მედიას „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ერთ-ერთ… - 74
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“… - 73
პოლონეთში, სარკინიგზო გადასასვლელზე, სამგზავრო მატარებელი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით გავრცელებულ კადრებში რელსებიდან გადასული მატარებელი ჩანს, რომლის გარშემოც მაშველები დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევენ. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, პიოტრ მალეფშაკის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სატვირთო… - 73
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ. ნაპოვნია მხოლოდ ავტომობილი. სამძებრო სამუშაოებში მთელი სოფელია ჩართული. „ტვ პირველი“-ს ინფორმაციით, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, წვიმიანი ამინდის გამო კი, ავტომობილი მოცურდა, რის შემდეგაც მდინარეში გადავარდნენ. „ორი ბიჭი და ერთი გოგო იყვნენ. ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ ახლა,… - 72კენიაში წყალდიდობას ებრძვიან. ხელისუფლების განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მასშტაბურ წყალდიდობასა და მეწყერს ქვეყანაში სულ მცირე 181 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ კენიაში ასობით საცხოვრებელი სახლი, ხიდები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები დააზიანა. მედიის ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმებმა ასევე მნიშვნელოვნად დააზიანა კენიის მეზობელი ქვეყნები, ტანზანია და ბურუნდი. ექსპერტები უხვ ნალექებსა და სტიქიურ უბედურებებს კლიმატის…