დინამო თბილისის პრეზიდენტის რომან ფიფიას ინიციატივით და დინამო არენის საავტორო უფლების მფლობელების ძალისხმევით, მომზადდა კონცეფცია, რომელიც ეროვნული სტადიონის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, მისი ტევადობის გაზრდას, გადახურვას, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას და ტერიტორიაზე საზოგადოებრივი და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს.

გია და არჩილ ქურდიანების არქიტექტურული სტუდიის „დინასტიის“ კონცეფციის თანახმად, არენის ტევადობა 70 ათას და მეტ მაყურებლამდე გაიზრდება, რისთვისაც გაუქმდება სარბენი ბილიკები. იგეგმება პირველი იარუსის სრული სახეცვლილება და ახალი იარუსის დაპროექტება, სადაც შესაბამისი გათვლების საფუძველზე, შენარჩუნდება სტადიონის უნიკალური ხედვის მრუდე – რათა არ დაირღვეს ტრიბუნის ნებისმიერი წერტილიდან არსებული კომფორტული ხედვა.

იგეგმება სტადიონის გადახურვის რეკონსტრუქციაც, რათა ორივე იარუსზე ყველა დასაჯდომი ადგილი (100%) მოექცეს გადახურვის ქვეშ.

მოხდება ტერიტორიის გარშემო არსებული ღობეების სრული დემონტაჟი და მისი გახსნა საფეხმავლო გამჭოლი მოძრაობისთვის. ტერიტორიის მიწისქვეშ მოეწყობა ერთსართულიანი, დაახლოებით 800 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, პარკინგის თავზე, მიწისპირა დონეზე კი განთავსდება საზოგადოებრივი, კომერციული, სავაჭრო და გასართობი უბანი. აქ იქნება სტადიონის მუზეუმი, კლუბი, მაღაზია, კინოთეატრი და სხვა.

თბილისის დინამოს სტადიონი, რომლის ავტორი არჩილ ქურდიანი იყო,  1936 წელს აშენდა და 25 000 მაყურებელს იტევდა. 1958 წელს მცირედი რეკონსტრუქციის შემდეგ, ტევადობა 35 000-მდე გაიზარდა, 1976 წლის განხორციელებული ძირეული რეკონსტრუქციის შემდეგ კი არენის ტევადობამ 75 000-ს მიაღწია. 2006 წელს საჭირო გახდა არენის UEFA-ს ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, რეკონსტრუქციის შემდეგ კი მისი ტევადობა 55 000-მდე შემცირდა. დინამო არენას უკანასკნელად რეკონსტრუქცია ევროპის 2015 წლის სუპერთასის ფინალის მასპინძლობისთვის ჩაუტარდა.

წყარო: betsson.sport

მსგავსი სტატიები

  • 91
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 90
    ხარიტონ ჩხატარაშვილი – კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ ფეხბურთს უძღვნის თავსგურიის ფეხბურთისთვის განსაკუთრებული ფიგურაა ხარიტონ ჩხატარაშვილი. დაიბადა 1959 წლის 16 აგვისტოს, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე, ორი შვილი – ნინო და თემური, და ორი შვილიშვილი – ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (დღევანდელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი). საფეხბურთო…
  • 89
    ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 87
    ხარიტონ ჩხატარაშვილი 65 წლისააცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი დაიბადა 1959 წ. 16 აგვისტოს,  მახარაძის რაიონის სოფ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე,  ორი შვილი - ნინო ,თემური, ორი შვილიშვილი ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (1980-81 წ.წ. წვრთნელი ლერი ველურიძე). 1982 წლიდან მუშაობას…
  • 87
    ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…