პარვუს ჯგუფიმილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა. ტრადიციულად, ამ დღეს ვულოცავთ ყველა ენერგეტიკოსს, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ სხვა პროფესიის წარმომადგენლებსა და სექტორის გულშემატკივრებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ დარგის განვითარებაში. ენერგეტიკა ის ფუნდამენტური ძალაა, რომელზეც დგას ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარება,ენერგეტიკული უსაფრთხოება და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა.

სათავეები და ისტორიული გზა

ქართულ ენერგეტიკას მდიდარი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1887 წელს, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) თაოსნობით, თბილისში პირველი ელექტროსადგური ამუშავდა. ილია ჭავჭავაძეს კარგად ესმოდა, რომ განახლებული საქართველოს აღორძინებისათვის ენერგიის ახალი წყაროების ათვისება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ამ ისტორიულ ნაბიჯს მოჰყვა პირველი მცირე ელექტროსადგურების მშენებლობა ბორჯომში, ახალქალაქში, ახალათონში, გორსა და გაგრაში.

ხოლო 10 სექტემბრის, როგორცპროფესიული დღის, ათვლა 1922 წლის 10 სექტემბრიდან იწყება, როდესაც მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ზემო-ავჭალაში (ზაჰესი) იმ ეპოქისთვის უდიდეს ჰიდროელექტროსადგურს ჩაეყარა საფუძველი. მოგვიანებით, ქართული ენერგეტიკის გამოჩენილი ამაგდარის, არნოლდ ჩოხელის თაოსნობით, სწორედ ეს თარიღი დადგინდა „საქართველოს ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღედ“.

საუკუნის განვითარების გზაზე, მათ შორის ბოლო ათწლეულების მძიმე ენერგო კრიზისის დაძლევისას, სწორედ ქართველი ენერგეტიკოსების დაუღალავმა შრომამ განაპირობა დარგის გამოცოცხლება და ახალი შესაძლებლობების გაჩენა.

პარვუს ჯგუფირეგიონული განვითარების სადარაჯოზე

დღეს, როდესაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და მდგრადი განვითარება ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი პრიორიტეტია, პარვუს ჯგუფი, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების განმახორციელებელი კომპანია, ამაყობს, რომ თავისი წვლილი შეაქვს ამ საერთოდ ეროვნულ საქმეში.

ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ რამხელა შრომა, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა დგას თითოეული კილოვატი ენერგიის უკან. ვუერთდებით საქართველოს ენერგეტიკოსთა პროფესიულ კავშირს და ყველა პარტნიორ ორგანიზაციას დარგის მუშაკთა ღირსეული შრომითი პირობებისა და ინტერესების დაცვის საქმეში.

ამავდროულად, ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს მომავალი თაობების განათლება და ახალგაზრდებში ამ საპასუხისმგებლო დარგის სიყვარულის დანერგვა. სწორედ ამ მიზნით, „პარვუს ჯგუფი“ აქტიურად ეწევა ენერგეტიკის პოპულარიზაციას თემის სკოლებში საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზებით. ჩვენ მოსწავლეებს ვუზიარებთ ცოდნას განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე, რათა აღვზარდოთ ინფორმირებული და მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებიც ხვალ ამ სექტორის ღირსეულ მომავალს შექმნიან.

ერთიანობა საერთო წარმატებისთვის

ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულებსა და პარტნიორებს ერთი ძირითადი მიზანი გვერთიანებს- ეს არის ენერგეტიკის სექტორის წარმატებები და ქვეყნის ნათელი მომავალი.

პარვუს ჯგუფიგულითადად ულოცავს თითოეულ ენერგეტიკოსს, ინჟინერს, ტექნიკურ პერსონალს, დარგის ვეტერანებსა და სექტორის გულშემატკივრებს პროფესიულ დღეს!

გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას, უსაფრთხო შრომასა და ურყევ ენერგიას ენერგეტიკის სექტორის საუკეთესო მომავლისთვის!

დაფინანსებული ფართი

მსგავსი სტატიები

  • 94
    რატომ არის მწვანე ენერგეტიკა რეგიონის განვითარების შანსი და არა საფრთხე?ბოლო პერიოდში გურიაში ჰიდროელექტროსადგურების თემა კვლავ აქტიური განხილვის საგნად იქცა. რეგიონში ახალი პროექტების დაგეგმვასა და მშენებლობის დაწყებას თან ახლავს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის წუხილი, ისე პოლიტიკური ჯგუფების განცხადებები და საპროტესტო გამოსვლები. სად გადის ზღვარი ემოციურ ნარატივსა და რეალურ არგუმენტებს შორის და როგორ უნდა წარიმართოს პროცესი ისე, რომ რეგიონის ინტერესები მაქსიმალურად…
  • 93
    ჩოხატაურში შშმ პირების მშობლებისა და მოზარდებისთვის თერაპიული პროგრამის მესამე ეტაპი იწყება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა და 2025 წლის მაისიდან მესამე ეტაპი იწყება. პროექტის „ვისწავლოთ, ვიმუშავოთ, ვიმოქმედოთ ერთად” დასკვნითი ღონისძიება ჩოხატაურში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროექტის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა შეაჯამეს გასული წლის საქმიანობა და მესამე ეტაპის…
  • 93
    ბახვი ჰესმა მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა.„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ.    …
  • 90
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს გასვლითი სხდომა#ჩვენ ერთად ვაშენებთ 2024 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის რიგით მესამე, გასვლითი შეხვედრა გაიმართა სტეფანწმინდაში. ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა ქართულ-ავსტრიული კომპანიის, შპს „ენერგო არაგვის“ მიერ აშენებული და დღეს ოპერირებაში მყოფი მცირე ჰიდროელექტროსადგურები - არაგვი ჰესი და არაგვი ჰესი 2 მოინახულეს.…
  • 90
     ბახვი ჰესი გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს მფლობელი გახდა  „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ - ასე ჰქვია ჯილდოს, რომელიც ბახვი ჰესის პროექტმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს კორპორაციული მდგრადობის კონკურსის ფარგლებში მიიღო. საერთაშორისო ჟიურიმ კომპანიას ჯილდო SDG (მდგრადი განვითარების მიზანი) მე-16 მიზანი _ „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“აღსრულებაში მიანიჭა. ბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში 2021 წლის 5 აგვისტოს დაფუძნებული მრჩეველთა საბჭო, მისი…