74 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ჟურნალისტი და მწერალი პაატა ნაცვლიშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პაატა ნაცვლიშვილის მეგობრები ავრცელებენ.

პაატა ნაცვლიშვილი დაიბადა 1952 წლის 16 ოქტომბერს. ის იყო „პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობის“ დირექტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ხელოვნების ფაკულტეტი – 1976 წელს. 1974-1976 წლებში მუშაობდა გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ლიტმუშაკად, 1976-1978 წლებში გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ კორესპონდენტად, 1978-1984 წლებში ჟურნალ „მართვეს“ ლიტმუშაკად, 1980-1984 წლებში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის მატროსად, 1984 წელს მონაწილეობდა ტიმ სევერინის ექსპედიციაში „იაზონის ნაკვალევზე“, 1984-1985 წლებში მუშაობდა საქართველოს რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად, 1985-1988 წლებში „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორად, 1988 წლიდან კი გაზეთ „სამშობლოს“ რედაქტორი იყო.

ამასთან, პაატა ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით 2014 წელს განხორციელდა პროექტი „მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ“. პროექტის იდეა იყო სულხან-საბა ორბელიანის მიერ 1714–1715 წლებში გავლილი ევროპული მოგზაურობის მარშრუტის ზუსტად გამეორება 300 წლის შემდეგ.

1997 წელს ბუენოს-აირესში აღმოაჩინა და იმავე წელს თბილისში გამოსცა გრიგოლ რობაქიძის უცნობი ნოველა. 1999 წელს მისი თაოსნობით დაფუძნდა კულტურული ოლიმპიადის საქართველოს ეროვნული კომიტეტი. იყო ბიბლიოფილი და ფილატელისტი.  მას ეკუთვნის 50-მდე ქართული მარკის (მათ შორის აღდგენილი საქართველოს რესპუბლიკის პირველი საფოსტო მარკის) დიზაინი.

პაატა ნაცვლიშვილი დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით, ოლიმპიური ორდენით, ოლიმპიური მედლით. არის „ოქროს კალმის“ ლაურეატი, კავკასიის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი, არაერთი ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებული.

მსგავსი სტატიები

  • 77
    ცნობილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი გარდაიცვალაგარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“  ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის  „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75…
  • 77
    ოზურგეთს კარგი კაცი დააკლდაახალი წლის წინა დღეებში  ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _  გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
  • 74
    სოსო გაგუას 75 წელი შეუსრულდებოდაოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…
  • 74
    ენვერ გოგუაძის გახსენებაისტორიის დოქტორი, პროფესორი რევაზ პაპუაშვილი ენვერ გოგუაძის გახსენება ჩემი პირველი შეხვედრა ენვერ გოგუაძესთან 1976 წელს შედგა. მაშინ ურეკში, ადგილ კაპროვანზე ქვიშის მოპოვების დროს ნაწილობრივ განადგურდა ძველი კოლხური სამაროვნის ნაწილი. დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალგაზრდა დირექტორი – ენვერ გოგუაძე და ჩვენ - კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლები ერთობლივად ვიბრძოდით. შევძელით…
  • 73
    წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ცნობისთვის, გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და…