რუსეთ-ცხინვალის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება კეთილმეზობლობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით, – ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტს“ მარატ კამბოლოვს „რესპუბლიკის დღეს“ ულოცავს.
ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, „მოსკოვი და ცხინვალი ნაყოფიერად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით და ურთიერთობენ რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ინტერესებიდან გამომდინარე“.
„ჩვენ, უდავოდ, გავაგრძელებთ მჭიდრო ერთობლივ მუშაობას მრავალმხრივი პარტნიორული კავშირების შემდგომი გაღრმავებისა და განვითარების მიზნით“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.
ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი “სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და ხალხისთვის” დახმარების გაწევას გააგრძელებს.
„ასევე მსურს დავადასტურო, რომ რუსეთი გააგრძელებს ყველა შესაძლო დახმარების გაწევას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამოცანების გადაწყვეტაში“, – აღნიშნულია წერილში.
შეგახსენებთ, გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ ჩატარდა, რომელშიც, ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ ინფორმაციით, ხმების 84.95%-ით მარატ კამბოლოვმა გაიმარჯვა.
წყარო: IPN.GE
მსგავსი სტატიები
- 8426 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…
- 80
დავასრულეთ საარჩევნო კამპანია გურიაში. შევხვდით ყველა თაობის ადამიანს და გვქონდა პოზიტიური შეხვედრები, სადაც მოსახლეობას გავაცანით „ქართული ოცნების“ პროგრამის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. გამოწვევები კვლავ რჩება, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეტაპობრივად მოვაგვარებთ და ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. მეამაყება, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენდი გურიას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი.… - 79
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე, დაბა ნარუჯისა და ლაითურის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერით გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს… - 77
დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,… - 77საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების…