საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში, III ლიგაში მოსაპარეზე ლანჩხუთის „გურიამ“ ოფიციალურად გაინაღდა მომდევნო სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობის უფლება.
გოჩა ტყებუჩავას გაწვრთნილმა გუნდმა ლიგა 3-ის გათამაშებაში წარმატებით იასპარეზა, 27-ე ტურში სტუმრად დაამარცხა „ივერია 2010“ 0:7 და ვადაზე ადრე მოიპოვა II ლიგაში ასპარეზობის უფლება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის კლუბის ხელმძღვანელობასა და მერაბ ჟორდანიას ჩართულობას.
„გურიას“ 27 ტურის შემდეგ (19 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება) 62 ქულა აქვს და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.
ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში „თბილისი 2025“-მა ამ ტურში ფრე 3:3 ითამაშა „დიდუბესთან“ და 60 ქულით მე-2 ადგილზეა.
რაც შეეხება ოზურგეთის „მერცხალს“ (IV ლიგა) მან რევანში აიღო 14 ივნისს ბორჯომში განცდილი მარცხისთვის (3:4) და დღეს „ბორჯომი“დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.
„მერცხალს“ ასევე 27 ტურის შემდეგ (11 მოგება, 5 ფრე, 11 წაგება, ბ/შ 50:53, 38 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზეა.
კვლავ წააგო ლიგის აუტსაიდერმა ჩოხატაურის „ბახმარომ“ ამჯერად „გაგრა 2“-თან. გურულები სტუმრად 9-კაციანი გუნდით ასპარეზობდნენ და 0:4 დამარცხდა „გაგრა 2“-თან.
მსგავსი სტატიები
- 86
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 83
ლანჩხუთის „გურია“ მე-9 ტურის მატჩში (მე-3 ლიგა) თბილისში, გათამაშების ლიდერს „თბილისი 2025“ შეხვდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. „თბილისი 2025“ 22 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. „გურიას“ გაუსწრო „ორბმა“, რომელმაც შინ გონიო 4:0 დაამარცხა. მას 21 ქულა აქვს. „გურია“18 ქულით (5 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება) მე-3 ადგილზეა. - 82
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგის გუნდებს შორის ლანჩხუთის „გურიამ“ შინ „ივერია“ 5:2 დაამარცხა. ლანუთელთაგან გოლები გაიტანეს: ჩაბანავა (მე-5 წთ.), ქოქოსაძე (54 წთ.), კახაბრიშვილი (70,72,87 წთ.) „გურიას“ 14 ტურის შემდეგ (9 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება, ბ/შ 40:9) 30 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში კვლავ მე-2 ადგილზეა. გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა „თბილისი… - 82
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-4 ლიგა) „მერცხალი“ სტუმრად ფოთის „კოლხეთი 2“-ს შეხვდა 1: 2 სძლია მეტოქეს. „მერცხალს“ 3 ტურის შემდეგ (2 მოგება, 1 წაგება, ბ/შ 6:4) 6 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში „ტორპედო 2“ თან ერთად II-III ადგილზე იმყოფება. გათამაშებს „არაგვი 2“ (7 ქულა) ლიდერობს. 22 აპრილს, მე-4 ტურის მატჩში „მერცხალი“… - 82
მე-18 ტურში, ოზურგეთის „მერცხალმა“ ფოთის „კოლხეთი 1913-2“ უმასპინძლა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. „მერცხალს“ (9 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება, ბ/შ 38:30) 30 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა. მე-4 ლიგის გათამაშებას 42 ქულით „ვესტ ჯორჯია“ ლიდერობს. ამ ტურში სტუმრად 3 ქულა მოიპოვა ჩოხატაურის „ბახმარომ.“ მან „ლოკომოტივი 2“ 1:0 დაამარცხა.…