დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“თავჯდომარის დავით მჟავანაძის სასამართლო პროცესი დასრულდა.

დავით მჟავანაძეს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-წ მუხლების საფუძველზე ედავებოდნენ, რაც ხულიგნობას და პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, ასევე, სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ თორნიკე კაპანაძემ დავით მჟავანაძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

დავით მჟავანაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

„ალიონის“ ფოტო არქივიდან

მსგავსი სტატიები