ვისაც ახსოვს, დაგვეთანხმება, რომ ქალაქ ოზურგეთიდან ანასეულისკენ მიმავალი გზა არ ჩაკეტილა 1985 წლის ურთულეს ზამთარშიც კი, როცა ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ თოვდა და თოვლის საფარის სიმაღლემ 2 მეტრს მიაღწია. სამაგიეროდ, ახლა, ანუ 2021 წლის დეკემბერში ეს გზა ისეთ მდგომარეობაშია, შესაძლებელია, მასზე საავტომობილო მოძრაობა საერთოდ შეწყდეს და ქვეითად მოსიარულესაც გაუჭირდეს გადაადგილება. თუ ვინმე, აუცილებლობის, ან ახირების გამო, თავს გამოიდებს და გარისკავს, ვურჩევთ წვიმიან ამინდში და ღამის საათებში (აქ გარე განათება არასოდეს ყოფილა) ნუ დაადგება ამ გზას, თორემ კისერს თუ არ მოიტეხავს, ფეხს მაინც იღრძობს და მინიმუმ ოზურგეთის ავერსის კლინიკის საგზურს გაინაღდებს…
ანასეულის გზის ასეთი სავალალო მდგომარეობა ორი ძიძის ხელში ჩავარდნის შედეგია. პირველი ძიძა ქალაქის მერიაა, რომელმაც ეს საქმე რატომღაც ყოველთვის სახვალიოდ გადადო, მეორე ძიძა კი, წყალსადენის მშენებელი ორგანიზაცია გახლავთ.
რამდენადაც ვფლობთ ინფორმაციას, ქალაქის მერია და წყალსადენის მშენებელი ორგანიზაცია შეთანხმდნენ, რომ წყალსადენის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ეს გზა კაპიტალურად გაეკეთებინათ ერთობლივი ძალებით.
ახალი წყალსადენი, დროდადრო შეფერხებით, წყალს უკვე აწვდის ანასეულის მოსახლეობას და აქ მოქმედ ორგანიზაციებს, თუმცა, როგორც გავიგეთ, მშენებლობა ბოლომდე არ არის მიყვანილი. მშენებლობის ვადა კი კარგა ხნის ამოწურულია.
იმედია, მუნიციპალიტეტის მერიის ახალი ხელმძღვანელობა ყურად იღებს ამ ინფორმაციას და გაატარებს ქმედით ზომებს, რათა ანასეული ამ ზამთარში არ მოწყდეს ქალაქს.
ავტორი: გაზეთი „ალიონი“
მსგავსი სტატიები
- 78"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 77საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 75ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 74დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 7128 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…