დღეს დილიდან, ქ. ოზურგეთის ქუჩებში უფასო ტაქსი დადის.
ცნობილი მსახიობი და მწერალი ჯემალ კეჭაყმაძე, დღეს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს თავისი ავტომანქანით უფასოდ ემსახურება მოქალაქეებს.
რამდენიმე დღის წინ იგი გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში გვესტუმრა და ეს მოკლე ბარათი გადმოგვცა:
„ჩემო თანამოქალაქეებო!
შობის დღეს, 7 იანვარს მომლოცველებს შეგიძლიათ ისარგებლოთ მორიგი უფასო მომსახურებით.
უფასო ტაქსი ღვთისმშობლის ტაძართად დაგელოდებათ.
2012 წელი კოვიდის გარეშე და მშვიდობიანი ყოფილიყოს.
ღრმა პატივისცემით,
ჯემალ კეჭაყმაძე.“
ჯემალ კეჭაყმაძემ, თავისი ავტომანქანით დიდ რელიგიურ დღესასწაულებზე ( შობა, აღდგომა) მოქალაქეების უფასო მომსახურება რამდენიმე წლის წინ დაიწყო და შემდეგ ტრადიციად აქცია. მისი ავტომანქანა ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინ დგას და წლების მანძილზე ათეულობით მოქალაქემ ისარგებლა უფასო მომსახურებით.
2021 წელს ასეთივე აქცია მან კვირიკობას, 28 ივლისსაც განახორციელა. ამ შემთხვევაში იგი სოფელ კვირიკეთში, წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაჰყავდა მგზავრები.
დღეს დილიდან, მან უკვე გადაიყვანა მგზავრები სოფელ ცხემლისხიდის, ლიხაურის, ბოხვაურის, გურიანთის მიმართულებით.
ერთ-ერთი ასაკოვანი მამაკაცი, რომელსაც სკლეროზი აწუხებს, ვერ იხსენებდა, როგორ უნდა დაბრუნებულიყო სახლში. ჯემალმა ყველაფერი იღონა, რომ დაედგინა ამ მამაკაცის მისამართი და სათანადო მომსახურებაც გაუწია.
მიუხედავად მისი ასაკისა, იგი არ კარგავს სპორტულ ფორმას და დილით ხშირად ნახავთ ფეხით მიმავალს კვირიკეთი-გომის გზაზე. 2015 წელს იგი ფეხით ჩავიდა ოზურგეთიდან ბათუმში ერთ-ერთ ღონისძიებაზე.
ჯემალ კეჭაყმაძე დღის ბოლომდე უფასოდ მოემსახურება მგზავრებს.
მსგავსი სტატიები
- 67დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 551964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
- 54გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 53ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 53სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…