მდინარე ბახვისწყალზე ჰესების აგების შესახებ, 2011 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მწვავე დებატები გაიმართა ამ პროექტის ავტორ „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის“ , „ქეიჯი ენერგოს“ ხელმძღვანელებსა და ოზურგეთის საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. განსაკუთრებული შეშფოთება გაისმა „ბახვი-1 ჰესის“ პროექტის შესახებ, რომელიც ზღვის დონიდან 1125 მეტრ სიმაღლეზე 80 მეტრი სიმაღლის კაშხალის აგებას ითვალისწინებდა. „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის“ გენერალური დირექტორის შამილ ბირკაძის თქმით, ეს იქნებოდა ყველაზე მაღალი დაწნევის ჰესი საქართველოში. ხელოვნური ტბის სიგრძე 3 კილომეტრი იქნებოდა. ოზურგეთელი გიგა ხარაბაძის კითხვას, ბახმაროს უნიკალურ კურორტის კლიმატზე რა გავლენას მოახდენდა ეს ჰესი, შამილ ბირკაძემ უპასუხა, რომ თუკი ეკოლოგიური პრობლემები შეიქმნებოდა, ამ შემთხვევაში მეორე პროექტი ამოქმედდებოდა. საინტერესოა, რომ მანამდე „ზოტიჰესის“ მშენებლობის დაწყებისას გაკეთდა პროექტი, რომლითაც მდინარე ბახვისწყალი გვირაბით მდინარე გუბაზეულს უნდა შეერთებოდა და ამით მდინარე გუბაზეული გაეძლიერებინათ (?!) (გაზეთი „ალიონი“, #1-2, 9 იანვარი, 2012 წ.)
იმჟამინდელი შეხვედრების შემდეგ „ბახვი 1-ის“მშენებლობის თემა შეჩერდა და აქტიური „ბახვი 2 ჰესი “ გახდა, ხოლო „ბახვი 3“ სოფელ მთისპირში, უკანავას უბანში 2013 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა. (მშენებლობისას დაშვებული შეცდომების გამო, ძლიერმა მეწყერმა დიდი ზიანი მიაყენა ჰესის მთავარ კორპუსს და შპს „ბახვი ჰაირდო ჯგუფს“ მისი ხელახლა აგება მოუწია).
2019 წელს, სოფელ მთისპირში „გამა კოსტალტინგმა“ ადგილობრივი მოსახლეობის მცირე ჯგუფთან „ბახვი 2“-ის მშენელობის პროექტი წარადგინა, ხოლო „მივიწყებული“ „ბახვი 1 ჰესის“ თემა შარშან, გაზაფხულზე გაისმა. უფრო მეტიც, 8 აგვისტოს, სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს მდგრადი განვითარების და ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საივესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ აფილირებულ კომპანია „ცერბერუს ფრონტიენ ჯორჯიასთან“„ბახვი 1 ჰესის“ განვითარების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა“, ხოლო ჰესის მშენებლობას აპირებს შპს „სი-სი-ი ეიჩ ჰაიდრო VI“, რომელიც ოფიციალურად 2020 წლის 20 იანვარს დარეგისტრირდა (?!).
გუშინ, 29 იანვარს კი ონლაინ რეჟიმში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მდინარე ბახვისწყალზე 12 მგვტ. დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენებზე მომუშავე ჰესის მშენებლობის სკოპინგის ანგარიში განიხილეს, რომელიც კვლავ შპს „გამა კონსალტინგმა“ წარმოადგინა.
თურქული KEM-ის შვილობილი კომპანიის KG Enerji -ის დირექტორმა ვახტანგ ღონღაძემ თქვა, რომ „ჩვენ ვაშენებთ ჰესებს, რომელიც მოგვცემს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რადგან იმპორტზე დამოკიდებულება არის პრობლემა“…ხოლო „გამა კოსტალტინგის“ წარმომადგენლის ჯუღული ახვლედიანის თქმით 16 მილიონიანი პროექტი, ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას. 12 მგვტ.-იანი ჰესი 50 მილონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ქვეყნის წლიური იმპორტის 3 %-ის ექვივალენტი იქნება.
განხილვილვაზე პასუხი არ გაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ბუნებისდამცველის ლევან მგელაძის კითხვას, რა ეღირება ერთი კილოვატი ელექტროენერგია.
_ღირს კი გარემოზე ასეთი ზემოქმედება იმად, რასაც მას ზიანს მივაყენებთ და რატომ არის დაინტერესება მცირე ჰესების ასეთი მშენებლობით. არ გაქვთ პასუხი რა ეღირება ერთი კილოვატი ელექტროენერგია, იქნებ ყიდვა ჯობდეს, ვიდრე ასეთ მძიმე პრობლემებს შეუქმნიდეთ „მწვანე რეგიონს“,სადაც ტურიზმია მთავარი შემოსავალი.
ამ რეგიონში, მხოლოდ წყალუხვობისას (მაისი, ივნისი) გაქვთ ჭარბი ელექტროენერგია, სხვა დროს თქვენი ჰესები ვერ მუშაობს დატვირთვით, ამაში უნდა ჰყავდეთ სახელმწიფოს 30 წელი დოტაციაზე. ეკონომიურად და ენერგეტიკულად არაა ეს პროექტი წარმოდგენილი _განაცხადა განხილვაზე ლევან მგელაძემ.
პროექტის ავტორებს ასევე შეახსენეს, რომ თურქეთში ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვის თემა, დემაგოგიას უფრო ჰგავს, რადგან თურქეთში იმდენი ჰესი აიგო, ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულება 7 ცენტიდან 4 ცენტამდე დაეცა.
გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარის ირმა გორდელაძის თქმით, ბახმაროს სარეაკრიაციო ზონაში „ბახვი 1 ჰესი“ არ უნდა აშენდეს.
_მთელი გურია დადგება ფეხზე და ამ პროექტის განხორციელებას არ დაუშვებს _განაცხადა ირმა გორდელაძემ.
კითხვაზე, რას უპირებენ იხტიოფაუნას, ნაკადულის კალმახს, რომელიც გადაშენების გზაზეა, პროექტის ავტორებმა უპასუხეს, რომ მათ პროექტში შემოვლითი გზის გაკეთებაცაა გათვალისწინებული.
ოზურგეთის დემოკრატიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის გიგი მახარაძის კითხვები ბახმაროს მწვანე საფარს, რომელიც მთავარია ბახმაროს კლიმატის შექმნაში, საფეხმავლო და საცხენოსნო ტურიზმის პრობლემებს, ელექტროგადამცემი ხაზები გაივლის ტუ არა დაბაში, და ბახმაროს კანალიზაციის თემას შეეხებოდა.
მას უპასუხეს, რომ ჰესის მშენებლობისას არც ერთი ძირი ნაძვი და სოჭი არ მოიჭრება. მოჭრიან მხოლოდ წიფელას, რცხილას განსაზღვრული ოდენობით, ასევე ჰესი პრობლემას არ შეუქმნის ტურისტულ მარშრუტებს; ელექტროგადამცემი ხაზები დაბაში არ გაივლის, მაგრამ მოხდება ბახმაროს 35 კილოვატიანი ხაზის გაძლერება.
სტუდენტმა გიორგი ჯავახიშვილმა ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე დაუსვა კითხვა პროექტის ავტორებს, თუმცა პასუხი დამაჯერებელი არ გახლდათ.
ინფორმაციისათვის: „კავკასიის ქარის კომპანია“ ზესტაფონსა და კასპში გეგმავს 50 და 54 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების დადგმას.
_„სკოპინგის განხილვისას იყო ბრძოლა ბახმაროს გადასარჩენად.
რა თქმა უნდა დაისვა უამრავი კითხვა,რომლის ძირითადი არსი იყო _ გვიღირს კი ერთი დაბა ჩოხატაურის ხელა დასახლებას რომ ელექტროენერგია ეყოფა იმის ფასად ბახმაროს ეკოსისტემაში ჩარევა?
ვერც ჰესის მშენებლობის მსურველმა კომპანიიამ გაგვცა კითხვაზე პასუხი _ რა ეღირება მათ მიერ გამომუშავებული ერთი კილოვატი ელექტროენერგია.
ვერც იმაზე მივიღეთ პასუხი მდ.ბახვისწყალზე და მდ.ბაისურასწყალზე წყალშეგუბება და მერე 4 კილომეტრ მანძილზე მდინარის მილში გატარება რას მოუტანს ხეობას და ბახმაროს ტყეებს. მთელი წყლის მარაგს რომ ჰესი წაიღებს და არასაკმარისი წყალი არ ექნება მთის ფერდობებს და ტყეს…წარმოიდგინეთ რაც მოხდება. მერე ამ ჰესს „ბახვი 2“ ჰესი უერთდება და 7 კილომეტრ მანძილზე.კიდევ მილში გაივლის მდინარე ბახვისწყალი.
სამინისტროს წარმომადგენლებს კატეგორიულად მოვთხოვეთ ჩამოვიდნენ გურიაში და საზოგადოებას შეხვდნენ. ონლაინ განხილვაზე ბახმაროს ბედი ვერ გადაწყდება.
მოგვიწევს სამოქალაქო მოძრაობის დაწყება.
ჩვენ შენიშვნებს ოფიციალურად გავაგზავით“ _წერს „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძე თავის ფეისბუქგვერდზე.
მსგავსი სტატიები
- 67"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 67საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 61ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 60დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 60მდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს, გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…