დღეს, ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს პირველობაზე რაგბიში პირველი ლიგის გუნდებს შორის ოზურგეთის „არწივებმა“ პარატძეულის „ვეფხვებს“ უმასპინძლეს. ამ ტურამდე პატარძეულელები ლიდრების ჯგუფში იყვნენ და შეხვედრის დასწყისში კარგადაც ითამაშეს. შემდეგ ოზურგეთელებმა თანდათან გატეხეს მეტოქე და დიდი ანგარიშით 49:5 დაამარცხეს.
ოზურგეთელებმა 7 ლელო დადეს და მორიგი ბონუს ქულა მიითვალეს.
ლელო გაიტანეს: ტუნი კოროიმაიტაიტინმა, ილისონ გალალამ, ზურაბ ჟოჟოლაძემ, მარვინ ფრედერიკსმა (მან 6 გარდასახვა შეასრულა ზუსტად და გუნდს 17 ქულა მოუტანა), ლაშა დონაძემ, ლუნლი რალარამ, დავით სვანოპუელმა.
„არწივებს“ 10 ტურის შემდეგ (10 მოგება, +8 ბონუსქულა, გატ/გაშ 452: 126, სხვაობა +326) 48 ქულა აქვს. მას კვალდაკვალ მოჰყვება თბილისის არმია, რომელსაც 9 ტურის შემდეგ 39 ქულა აქვს.
მორიგ შეხვედრას „არწივები“ ქუთაისში გამართავენ „ბაგრატთან.“
მსგავსი სტატიები
- 58დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 51საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 50
- 46საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
- 46ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…